სასტუმრო "ვილა გოდოლი“ ეთნიკური სტილის თანამედროვე ინტერპრეტაციით შეიქმნა, რომელიც მონოლითური ფასადებით და მკაცრი ხაზების გამოყენებით მნახველს კახეთის რეგიონისთვის დამახასიათებელ არქიტექტურას წარმოუდგენს. მასალები შერჩეულია კახეთის რეგიონის ისტორიული ხასიათის გათვალისწინებით.
დეტალები
კოშკი მოპირკეთებულია რიყის ქვით, ხოლო დეტალებად გამოყენებულია აგურის ვერტიკალური და ჰორიზონტალური ჩანართები.
აივნების და თაღების პროპორციები შეესაბამება კახეთის ისტორიულ აქიტექტურულ პროპორციებს, ხოლო ფანჯრები მეტად აქცენტურია და გაფორმებულია დამახასიათებელი კარნიზებით და ჩარჩოებით.
ლანდშაფტი
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ლანდშაფტის დიზაინს. შეირჩა სხვადასხვა ჯიშის ხეები, როგორც წიწვოვანი ასევე ფოთლოვანი.
კლასიკური ელემენტებით გაფორმებული 25 X 6 მ აუზი ინტეგრირებულია არქიტექტურულ სტილთან და სასტუმროს შენობას უკავშირდება მწვანე ზეთისხილის ბუჩქებით და სხვადასხვა ჯიშის ხეებით გარშემორტყმული სასეირნო ბილიკებით.
ადგილობრივი ინსპირაცია
ადგილობრივი სტილის ინსპირაციით, ისევე როგორც, ეთნიკურობის და თანამედროვეობის შერწყმით შექმნილი სასტუმროს ფასადის დიზაინი, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კახეთის მდიდარ ისტორიას და გვევლინება რეგიონის ახალ დასასვენებელ ადგილად.