ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მთავარ მიზანს წარმოადგენდა შენარჩუნებულიყო ირგვლივ არსებული ლანდშაფტი ექსტერიერის დიზაინში, სადაც არსებული ბუნება და საცხოვრებელი გარემო ჰარმონიულად დაუკავშირდებოდა ერთმანეთს
კონცეფცია
ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის პროექტი წარმოადგენს სინთეზს ბუნებასა და ინტერიერის დიზაინს შორის, სადაც ოთახები და გარე ლანდშაფტი ერთმანეთთან ერთიანდება მისაღები ოთახის დიდი შუშის კედლით. იგი მდებარეობს პირველ სართულზე, საიდანაც იშლება ულამაზესი ფიჭვის ხის პეიზაჟი. ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მისაღები ოთახის გარდა, სამზარეულოს და მისაღები კაბინეტის სივრცეები დაკავშირებულია გარე ეზოსთან
გეგმარება
ღია აუზი, რომელიც მდებარეობს ტერასის გასწვრივ, მისაღები ოთახის მოპირდაპირე მხარეს, ხაზს უსვამს ბუნებისა და საცხოვრებელი ფართების ჰარმონიული შერწყმის ესთეტიკას. საცხოვრებელი სახლის დაპროექტების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შენობის სწორ ორიენტაციას, სახლის ბუნებრივ ეფექტით გათბობას და სწორი მასალების შერჩევას, მაქსიმალური ენერგოეფექტურობის მისაღწევად. ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის პროექტი საგურამოში, წარმოადგენს ბუნებრივი ლანდშაფტის , კერძოდ ფიჭვის ხეების იდეალურ სინთეზს და საპროექტო შენობასთან.