სამ საძინებლიანი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის პროექტი 540 კვ.მ ფართობით მდებარეობს Lisi Topograph-ის რელიეფურ მიწის ნაკვეთზე, რომელიც ხასითდება თანამედროვე, ვიტრაჟული ფანჯრებით და ბრტყელი გადახურვით.
პროექტის მინიმალისტური, თანამედროვე და მკაცრი ხაზები დაბალანსებულია ისეთი მოსაპირკეთებბელი მასალების სინთეზით, როგორებიც არის ბუნებრივი ქვა, ბეტონი, ხე, ლითონის ელემენტები და დეკორატიული ლესვა.
ვიტრაჟული ფანჯრები ხელს უწყობს ბუნებრივი განათების მაქსიმალურ შეღწევადობას ინტერიერში და ბუნებრივად აკავშირებს მას არსებულ ლანდშაფტთან.
გეგმარება
მოცემული სახლის პროექტი გამოირჩევა ინდივიდუალური გეგმარებით, სადაც პირველ სართულზე განთავსებულია მისაღები ოთახი, სასადილო ოთახი, სამზარეულო და 2 საძინებელი სველი წერტილებით, ხოლო სარდაფის სართულზე წარმოდგენილია ერთი საძინებელი, აბაზანა, საბავშვო ოთახი და კაბინეტი, საიდანაც ვხვდებით ეზოში, სადაც განთავსებულია აუზი და საჩრდილობელი.
გადახურვა
გადახურვა მოცემული სახლის პროექტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დეტალს წარმოადგენს. თანამედროვე, ბრტყელი გადახურვა, დაკავშირებულია მთავარი შესასვლელის ტერასასთან, რომელიც კონტრასტს ქმნის საპროექტო ტერიტორიის ტოპოგრაფიასთან, რაც ხაზს უსვამს სახლის შტამბეჭდავ და გამორჩეულ არქიტექტურას.