წინანდალში შექმნილი ღია საკონცერტო დარბაზი წარმოადგენს სივრცეს, რომელიც ნაწილობრივ რესტავრირებული, ისტორიული ღვინის მარნის საფუძველზე არის შექმნილი. იგი სანახაობებისა და საჯარო შეკრებების აქტიური ცენტრია, ხელს უწყობს ხელოვნების სხვადასხვა სფეროს განვითარებას, ადგილობრივ და უცხოელ შემოქმედთა ნამუშევრების გაცნობა-პოპულარიზაციას.
ახალი ფუნქცია
პროექტს შენარჩუნებული აქვს არსებული შენობის ისტორიული ღირებულება და ამავდროულად, კარგად ერგება ახალი ფუნქციის აუცილებელ მოთხოვნებს.
განახლებული სივრცე მოიცავს სხვადასხვა ფუნქციურ ზონებს - სცენა, აკუსტიკური ნიჟარა, სივრცე მაყურებლებისთვის, კულისები, სველი წერტილები და სხვა.
მასალების სპეციფიურმა შერჩევამ ხელი შეუწყო კონცეფციის უნაკლოდ განხორციელებას.
დამატებული კონსტრუქციული ნაწილი ბუნებრივად შეერწყა არსებულ ისტორიულ შენობას, მთლიანმა ნაგებობამ სრულად შეძლო საკონცერტო დარბაზის, ყველა ფუნქციური საჭიროების დაკმაყოფილება, შეინარჩუნა ესეთეტიკური ღირებულება და ჰარმონიული კავშირი ლანდშაფტთან.