ბათუმი, საქართველო
თარიღი
სტატუსი
საპროექტო ფართობი

Ბათუმის ერთ-ერთ საუკეთესო ლოკაციაზე წარმოდგენილი, მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი “Next Adress” გამოირჩევა თავისი არქიტექტურითა და მაცხოვრებლების კომფორტზე მორგებული გადაწყვეტილებებით.

Ნაგებობა თავისი ელეგანტური, ინოვაციური დიზაინითა და არასტანდარტული იერსახით ქმნის ჰარმონიული ბალანსის შეგრძნებას ბათუმის ძველი და ახალი არქიტექტურისთვის დამახასიათებელ ტრადიციულ ფორმებთან და დეტალებთან. შენობის არქიტექტურა იყოფა ორ ნაწილად - მწვანე პოდიუმი, სადაც განთავსებულია კომერციული ობიექტები და სამი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი.

პოდიუმი

პოდიუმზე განთავსებულია გამწვანებული ტერასა და საცურაო აუზი.შენობის ერთ-ერთ ყველაზე თვალშისაცემ და გამორჩეულ ელემენტს მისი მწვანე ფასადი წარმოადგენს.პოდიუმი მთლიანად ბუნებრივი საფარით არის დაფარული, რაც ვიზუალურ და ეკოლოგიურ დატვირთვას ატარებს. მწვანე ფასადი შთანთქავს დიდი რაოდენობით CO2-ს, ამცირებს ენერგიის მოხმარებას და ხელს უწყობს ჯანსაღი გარემოს შექმნას. მის შესაქმნელად გამოყენებული სხვადასხვა სახეობის მცენარის ჯიში შექმნის ბიომრავალფეროვნებას და ხელს შეუწყობს გარემოს გაჯანსაღებას.

იერსახე

შენობის თანამედროვე არქიტექტურისთვის სახასიათოა სწორხაზოვანი, გეომეტრიული ფორმებით და ინოვაციური საფასადე მოწყობა. კომპლექსის ერთ-ერთი სახასიათო ელემენტია პანორამული ლიფტები ბათუმისა და ზღვის ხედებით.შენობის სიმაღლე აღწევს 206 მეტრს. მის ბოლო სართულზე განთავსებულია პენტჰაუსები.

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 11.07.2020
ტერიტორიის ფართობი
6624მ²
სართულების რაოდენობა
63
სიმაღლე
205მ
დამკვეთი
NEXT Group
სერვისები
არქიტექტურა

https://www.google.com/maps/place/Next+%E2%80%A2+%

მიიღეთ ბოლო განახლებები ჩვენს შესახებ, შემოუერთდით ჩვენს გამოწერების სისიტემას და იცოდეთ სპექტრუმის შესახებ პირველებმა