დუბაის კუნძულების შუაგულში არსებული მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის “Next Coral”-ის არქიტექტურა შთაგონებულია მარჯნის რიფების თვალწარმტაცი ესთეტიკით.
კონცეფცია
როგორც „ნექსთ“-ის პირველი პროექტი დუბაიში, პროექტის მიზანს წარმოადგენდა შექვექმნა სახასიათო, დასამახსოვრებელი და გამორჩეული არქიტექტურული ნაგებობა. პროექტი გამოირჩევა თავისი ვიზუალით, ენერგო-ეფექტურობით და მაცხოვრებლების კომფორტზე მორგებული გადაწყვეტილებებით.
კონტექსტი
დუბაის გულში მდებარე „Next Coral“-ის შენობის არქიტექტურა იყოფა ორ ნაწილად - პოდიუმი, სადაც განთავსებულია კომერციული ობიექტები და 7-სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი. პოდიუმზე განთავსებულია საზოგადო სივრცეები, გამწვანებული ტერასა და საცურაო აუზი. შენობა გარშემორტყმულია იმ უთვალავი შესაძლებლობებით, რომლითაც დუბაი არის ცნობილი.
დიზაინი
მარჯნის რიფებით შთაგონებული ბიოფილური დიზაინის კონცეფციით, პროექტი მიზნად ისახავს მშვიდ და ბუნებასთან ახლო საცხოვრებელ გარემოს შექმნას. მდგრადი მასალები, თანამედროვე დიზაინის სტილი და სტრატეგიული მდებარეობა „Next Coral“-ს მიმზიდველია მათთვის, ვინც ეძებს კომფორტსა და ფუფუნების ჰარმონიულ ნაზავს დუბაის გულში.
წყალქვეშა სამყაროს გასაოცარი იერსახე - უნიკალური ტექსტურების, ფერთა გამისა და შუქ-ჩრდილის რიტმული ესთეტიკით იქცა "NEXT Coral"-ის უწყვეტ შთაგონების წყაროდ. თითოეული ელემენტი გაჯერებულია ორგანული დიზაინის მახასიათებლებით - შენობის ფასადი, შიდა სივრცეები, აპარტამენტები და ლანდშაფტი პასუხობს პროექტის ბიოფილიურ ხედვას და ქმნის ჰარმონიულ ურთიერთკავშირს ბუნებასა და ადამიანის მიერ შექმნილ გარემოს შორის. გამჭვირვალე და ნახევრად-გამჭვირვალე მასალები იწვევს წყლის სამყაროსთან კავშირის განცდას.
ფუნქციები
არქიტექტურა აერთიანებს ენერგოეფექტურ მახასიათებლებს, რომლებიც არა მხოლოდ ამცირებს გარემოზე ზემოქმედებას, არამედ პასუხობს დუბაის ხედვას ინოვაციური და ფუტურისტული პროექტების მიმართ.
დარწმუნებული ვართ, რომ “NEXT Coral” დუბაის კუნძულების ერთ-ერთ არქიტექტორულ საოცრებად იქცევა, როგორც მდგრადი და ბიოფილიური პროექტი, ისე გამორჩეული მისი ესთეტიკით.