მოცემული ბინის ინტერიერი წარმოადგენს კლასიკური და თანამედროვე სტილის სინთეზს. გამოყენებული მოსაპირკეთებელი მასალები ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს და მთლიანობაში ქმნის გამორჩეულ გარემოს. ოთახებში გამოყენებული განსხვავეული მასალებისა და ფერთა პალიტრის მიუხედავად, შენარჩუნებულია ერთიანი სტილი.
მახასიათებლები
ინტერიერში წარმოდგენილი დიდი ზომის ფანჯრები ხელს უწყობს ბუნებრივი განათების მაქსიმალურ შემოდინებას.
განსაკუთრებული მასალების და ფერთა გამის სინთეზით იქმნება ელეგანტური და დახვეწილი ინტერიერი, რომელიც ითვალისწინებს დამკვეთის ინდივიდუალურ ხასიათს და სურვილებს.
მოცემული ინტერიერის თითოეული ელემენტი კომფორტის და ჯანსაღი გარემოს შექმნას უზრუნველყოფს ისეთი დეტალების გათვალისწინებით, როგორებიცაა სათავსო სივრცეების გეგმარება, სათანადო მოსაპირკეთებელი მასალების გამოყენება და ერგონომიული ავეჯის შერჩევა.