საპროექტო შენობის არქიტექტურა გამოირჩევა დახვეწილი მინიმალისტური დეტალებითა და ორიგინალური ფუნქციური გადაწყვეტებით, რაც ადასტურებს შენობის განსხვავებულობას და უნიკალურობას.
კონცეფცია
საპროექტო შენობის ფასადი წარმოდგენილია ელეგანტური და მარტივი დეტალებით. პროექტის თითოეული ნაწილი ქმნის სასიამოვნო და საუცხოო ვიზუალს. საპროექტო შენობის დიდი ფანჯრები ხელს უცხობს ბუნებრივი სინათლის შემოსვლას, რაც ქმნის კავშირს შიდა და გარე სამყაროსთან. პროექტის პროპორცია და გეომეტრიული ფორმები ბუნებრივად ერწყმის არსებულ რელიეფს.
ფუნქცია
შენობის ინტერიერის ნაწილში წარმოდგენილი სართულები დაკავშირებულია ღია სივრცეებით ერთმანეთთან, კედლები და ტიხრები მინიმუმამდეა დაყვანილი, რომელიც ხელ უწყობს თანამშრომლებს შორის კომუნიკაციის სისწრაფეს და სიმარტივეს. შენობის დაპროექტების პროცესში დიდი ყურადღება მიექცა ენერგიის ნაკლებ გამოყენებას და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შენარჩუნებას. ისეთი სისტემები როგორიცაა, მზის პანელები, წვიმის წყლის გადამამუშავებელი მოწყობილობები, HVAC სისტემები, ხელს შეუწყობს შენობაში ჯანსაღი და ბუნებრივი გარემოს შენარჩუნებას.