ღვინის სადეგუსტაციო სივრცის ერთ-ერთი მთავარი მიზანია 8000 წლიანი ქართული ტრადიციის და მრავალფეროვანი მეღვინეობის კულტურის წარმოჩენა. მოცემული სივრცე საშუალებას იძლევა სტუმარმა ნათლად შეიგრძნოს ღვინის წარმოებასთან დაკავშირებული ქართული ტრადიციები. ინტერიერი ფუნქციურად დატვირთული და დასამახსოვრებელია.
საგანგებოდ დამზადებული ავეჯის თითოეული დეტალი ხელს უწყობს პროექტის მთავარი კონცეფციის განხორციელებას, ინტერაქტიული, ფუნქციური და ესთეტიკურად საინტერესო სივრცის შექმნას.
დიზაინი
ინტერიერის დიზაინის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი არის ღვინის ბოთლებით შედგენილი, საქართველოს ინტერაქტიული რუკა, რომელზეც წარმოდგენილია მწარმოებლის ვენახების ადგილმდებარეობა.
ეკრანების საშუალებით სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ რეგიონისთვის დამახასიათებელ ვაზის ჯიშებს და დააგემოვნონ შესაბამისი ღვინო.
სადემონსტრაციო სივრცის მთავარი დარბაზის ცენტრში განთავსებულია ქვის მაგიდა, რომლის მიმდებარე კედელზე წარმოდგენილია ძველი ქართული ჩუქურთმის ანალოგით შექმნილი ღვინის ბოთლების კარადა.
კიბის დიზაინში ინტეგრირებულია თითოეულ საფეხურზე განლაგებული მრავალფეროვანი ღვინის ბოთლები.
ღვინის სარდაფის სადეგუსტაციო სივრცე მწარმოებლის ვენახების გეოგრაფიული და თვისობრივი მახასიათებლების გამოვლენის საშუალებას იძლევა.