ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის დიზაინის მთავარი მიზანი იყო ბიოფილური სახლის შექმნა, რომელიც მაქსიმალურ კომფორტს შეუქმნიდა მაცხოვრებელს, რომელსაც მჭიდრო კავშირი ექნებოდა ბუნებასთან
კონცეფცია
ბუნების გარემოცვაში არსებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის პროექტი ასახავს ადამიანის კავშირს ბუნებასთან და მოიცავს ბიოფილური დიზაინის სხვადასხვა ვარიანტებს. სახლის შექმნის მთავარ იდეას წარმოადგენდა მაცხოვრებლებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნა.
მასალები
ბუნებრივი და ნატურალური მასალები გამოიყენება სახლის მთელ დიზაინში, როგორც ფასადზე, ასევე ინტერიერში. ხის ტექსტურა ანიჭებს სახლს სითბოს შეგრძნებას, რომელიც გამდიდრებულია ბუნებრივი ქვითა და გამწვანებული დეტალებით. ბაღი, სახლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ინდივიდუალური სახლის ბაღი დაპროექტებულია ისე, რომ მაცხოვრებელმა მაქსიმალურად მოხერხებულად და კომფორტულად დაისვენოს, წლის ნებისმიერ სეზონზე.