თანამედროვე სტილის მინიმალისტური ინტერიერი იდეალურად აბალანსებს ტრადიციულ და თანამედროვე სტილს მოსაპირკეთებელი მასალების და მრავალფეროვანი ფაქტურების გამოყენებით, რაც ქმნის გამორჩეულ და ელეგანტურ გარემოს.
დაგეგმარების პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა სივრცულ გადაწყვეტას, რაც გულისხმობს ინტერიერში ბუნებრივი განათების მაქსიმალურ შემოდინებას და თვალწარმტაცი ხედებით ტკბობის შესაძლებლობას.
შიდა გეგმარება
თანამედროვე ფუნქციონალური სივრცე, რომელიც სწორი გეგმარებით გამოირჩევა, ტრადიციული მიდგომის ახლებურ ინტერპრეტაციას წარმოადგენს.
ინტერიერში მრავლად გვხვდება ისეთი დეკორატიული ელემენტები, რომლებსაც ფუნქციონალური დანიშნულებაც აქვთ.
ბუნებრივი მასალები
მისაღებ ოთახში თეთრი მარმარილოს იატაკი და კედლები დაბალანსებულია ორიგინალური ხის პანელების გამოყენებით, რომლებიც გასდევს კორიდორს.
ორიგინალური თაროები შექმნილია ტყავის, ლითონის და ხის მასალით, გამდიდრებულია ინტეგრირებული განათებით და ამავდროულად ასრულებს ტევადი სათავსოს ფუნქციას.
სივრცეები
შემოსასვლელიდან ვხვდებით მისაღებ ოთახში, რომელიც დაყოფილია სასადილო და მოსასვენებელ სივრცეებად. ინტერიერის ერთ-ერთი ცენტრალური ელემენტია ბუხარი, რომელიც მეტ სიმყუდროვეს და კომფორტს უზრუნველყოფს.
ასევე, ყურადღებას იქცევს თანამედროვე და კომფორტული, დიდი ზომის დივანი, რომელიც მისაღები ოთახის ცენტრშია განთავსებული და ერთგვარ გამყოფს წარმოადგენს ამ სივრცეებს შორის.
მობინადრეებისთვის დამატებითი კომფორტის შესაქმნელად საზაფხულო ვერანდაზე გამოყენებულია ღია საჩრდილობელი, რომელსაც აქვს ელექტრო ფიქსაციის ფუნქცია, ავტომატურად იცვლის კუთხეს მზის სხივების მიმართულების მიხედვით და ქმნის კომფორტულ გარემოს დღის ნებისმიერ მონაკვეთში.