ბათუმი, საქართველო
თარიღი
სტატუსი
საპროექტო ფართობი

Ბათუმის ერთ-ერთ საუკეთესო ლოკაციაზე წარმოდგენილი, მრავალფუნქციური კომპლექსი “Rain Tower” -ის შთაგონების წყაროს წარმოადგენს ბუნება, კერძოდ კი წვიმის წვეთები, რომელიც დამახასიათებელია ადგილობრივი კლიმატისთვის. Ნაგებობა გამოირჩევა ელეგანტური და ექსტრავაგანტული, ინოვაციური ფორმებითა და არასტანდარტული იერსახით.

ონცეფცია

“Rain Tower”-ის ექსტერიერი შთაგონებულია წვიმის წვეთების ვიზუალით. Შენობის დიზაინი ჰქმნის ჰარმონიული ბალანსის შეგრძნებას ბათუმის  ძველი და ახალი არქიტექტურისთვის დამახასიათებელ  ტრადიციულ ფორმებთან და  დეტალებთან. Პროექტის დიზაინში აღსანიშნავია 360 გრადუსიანი პანორამული ხედები, საიდანაც იშლება ბათუმის მთისა და ზღვის ულამაზესი ადგილები.

ონტექსტი

Rain Tower-ის პროექტში ვხვდებით სხვადასხვა ფარულ თუ აშკარა შეტყობინებებს.  ნაგებობა ასევე წარმოადგენს ტურისტულ  ღირსშესანიშნაობას. Მისი საუცხოო დიზაინი უკავშირდება ბათუმის ძირითად იდეოლოგიას.

უნქციები

Საპროექტო მოცემულობის ფარგლებში ცათამბრჯენი წარმოადგენს 298,73 მეტრს. იგი შედგება ძირითადი  საყრდენისა და კოშკის ნაწილისგან. შენობის საძირკველი არის 6 სართულიანი ოთხკუთხა მოცულობის ფორმის , რომელიც  ესტეთიურად ერწყმის ირგვლივ არსებულ სხვა  ნაგებობებს. შენობის კოშკურა ნაწილი სამ მოცულობად იყოფა, თითოეული მოცულობა 3 სართულიანი შევიწროებული მონაკვეთებით გამოიყოფა ერთმანეთისგან.

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 30.06.2020
ტერიტორიის ფართობი
1621მ²
სართულების რაოდენობა
89
სიმაღლე
312მ
დამკვეთი
კონფიდენციალური
სერვისები
არქიტექტურა

მიიღეთ ბოლო განახლებები ჩვენს შესახებ, შემოუერთდით ჩვენს გამოწერების სისიტემას და იცოდეთ სპექტრუმის შესახებ პირველებმა