დუბაი
თარიღი
სტატუსი
საპროექტო ფართობი

დუბაის მრავალფუნქციური კომპლექსი გამოირჩევა საპროექტო ადგილმდებარეობით, საუცხოო ვიზუალური ექსტერიერითა და დახვეწილი ტექნიკური დეტალებით. პროექტის მთავარ კონცეფციას წარმოადგენდა ადგილობრივი კონტექსტის ასახვა საპროექტო შენობაზე, რომელიც მორგებული იქნებოდა მაცხოვრებელთა მოთხოვენებზე.

 

ლანდშაფტი

მრავალფუნქციური კომპლექსი გამორჩეულია  მიმზიდველი  ლანდშაფტით, რომელიც იდეალურად ერგება  ქალაქის პეიზაჟს. ლანდშაფტის ნაწილი მოიცავს, პარკებს,  ბაღებს,   კერძო და საჯარო სივრცეებს, რაც მაცხოვრებლებისთვის საინტერესო და განტვირთვის ადგილს წარმოადგენს.  აღსანიშნავია ლანდშაფტური განათება, ბაღებსა და ტერასებზე, რომელიც ჰქმნის მაცხოვრებლებისთვის სასიამოვნო ატმოსფეროს.

ფუნქცია

მრავალფუნქციური  კომპლექსი მოიცავს ორ კოშკს, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია 5 სართულიანი პოდიუმით. შენობაში გაერთიანებულია კომერციული და საოფისე ფართები. საპროექტო შენობა იდეალურად ერგება  მაცხოვრებლების მოთხოვნებს. გამოსარჩევია ტერასების ნაწილი, რომელიც შექმნილია  მყუდრო დასასვენებელი სივრცეებით.   საცხოვრებელი ოთახების აივნებიდან  იშლება პანორამული თვალწარმტაცი ხედები ქალაქის მიმართულებით.

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 07.06.2020
დამკვეთი
The Orchard Place
სერვისები
არქიტექტურა

მიიღეთ ბოლო განახლებები ჩვენს შესახებ, შემოუერთდით ჩვენს გამოწერების სისიტემას და იცოდეთ სპექტრუმის შესახებ პირველებმა