საოფისე სივრცის პროექტი დუბაიში, რომელიც გამოირჩევა რბილი ფორმებით და საინტერესო ფერთა გამით, წარმოადგენს კომფორტულ, ფუნქციურ და ინოვაციურ სამუშაო გარემოს ქალაქის პანორამული ხედებით, რაც განაპირობებს ამ სივრცში მყოფი ადამიანების კრეატიულობას და ინსპირაციას.
სწორი დაგეგმვით მიღწეულია სამუშაო პრაქტიკის გაუმჯობესება და ბრენდის იდენტობის განმტკიცება.
შეხვედრების ოთახი
მოცემული პროექტის ერთ-ერთი გამორჩეული და სახასიათო ელემენტია მომრგვალებული მინის კედლით შემოსაზღვრული შეხვედრების ოთახი, რომელიც ისეთი უპირატესობებით გამოირჩევა, როგორიებიცაა გრძელი, ორმაგად დატვირთული დერეფნების თავიდან აცილება დ ა მაქსიმალური ბუნებრივი განათების გენერირება, რაც სივრცის და თავისუფლების შეგრძნებას კიდევ უფრო გამოკვეთილს ხდის, რაც იდეალური ადგილია სამუშაოდ.