თბილისი, საქართველო
თარიღი
სტატუსი
საპროექტო ფართობი

ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი წავკისში ხასიათდება თანამედროვე დეტალური გადაწყვეტებით .სახლში წარმოდგენილი ღია სივრცეები ითვალისწინებს მფლობელის მოთხოვნებსა და ცხოვრების სტილს.

 
დეტალები

ინდივიდუალური კერო სახლი იწვევს სიმყუდროვისა  და  ბალანსის შეგრძნებას.  დიდი ზომის ფანჯრები ხელს უწყობს მზის სხივების შემოსვლას, რომელიც სახლს უფრო ნათელს  და მყუდროს წარმოაჩენს.  სახლში წარმოდგენილი განიერი და ღია ტერასები ქმნის იდეალურ ატმოსფეროს შეკრებებისა და განტვირთვისთვის.

მასალა

 ძირითად მასალად გამოყენებულია  ბეტონი, ხე და მეტალი .  მათი კომბინაცია ჰქმნის ელეგანტურ და ინდივიდუალურ  ხასიათს. გამოსარჩევია სახლის ტერასა, რომელიც შემოსაზღვრულია მინის მოაჯირით, რაც ქმნის სივრცის განცდას.  საცხოვრებელი სახლის კედლებზე წარმოდგენილი  განათებები,  ხაზს უსვამს  უნიკალურ  და ინდივიდუალურ ხასიათს.  საცხოვრებელი სახლის დიზაინი გამოირჩევა ღია სივრცეების სიმრავლით, რომელიც წარმოადგენს განტვირთვის საშუალებას. ექსტერიერის დიზაინის ნაწილში გამოყენებული ორგანული ფორმები, მასალები და ფერთა გამა, ჰარმონიულად ერწყმის გარემოს.

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 21.05.2020
სართულების რაოდენობა
2
სიმაღლე
7მ
დამკვეთი
კონფიდენციალური
სერვისები
არქიტექტურა

მიიღეთ ბოლო განახლებები ჩვენს შესახებ, შემოუერთდით ჩვენს გამოწერების სისიტემას და იცოდეთ სპექტრუმის შესახებ პირველებმა