თბილისი, საქართველო
თარიღი
სტატუსი
საპროექტო ფართობი

თბილისში მდებარე ბინა, რომელიც ხასიათდება თანამედროვე კლასიკური სტილით, აერთიანებს დინამიურ და მიმზიდველ თანამედროვე აქცენტებსა და კლასიკური დიზაინის ელემენტებს.

      თანამედროვე და კომფორტული, მოცულობითი დივანი, რომელიც, ერთი შეხედვით იპყრობს ყურადღებას ელეგანტური ლურჯი ფერით, განთავსებულია ოთახის ცენტრში და ინტერიერის დიზაინის ერთ – ერთ გამორჩეულ ელემენტად გვევლინება.

კლასიკური და თანამედროვე

      კლასიკური და თანამედროვე სტილის შერწყმით ხასიათდება სასადილო სივრცე, რომელიც მისაღები ოთახის განუყოფელი ნაწილია. დეკორატიული კედლის პანელი ვინტაჟურ ელფერს მატებს ინტერიერს. სასადილო მაგიდის მიღმა, კედელზე განთავსებული სარკე საინტერესოდ ირეკლავს სასადილო მაგიდის თავზე წარმოდგენილ კლასიკურ სანათს და ამავდროულად ვიზუალურად ადიდებს სივრცეს. 

საძინებლები

     საძინებლების დიზაინი გადაწყვეტილია მშვიდ, პასტელურ ტონალობაში, რომელიც წარმოადგნს კლასიკური და მშვიდი ატმოსფეროს სინთეზს. მთავარი საძინებლის დიზაინი აერთიანებს კლასიკურ და თანამედროვე ელემენტებს ხის იატაკებით და დეკორატიული კედლის პანელებით. საწოლების რბილი თავები, რომელიც კედელზეა დამაგრებული იდეალური გადაწყვეტაა დამატებითი კომფორტის შესაქმნელად. მთავარ საძინებელს გააჩნია საკუთარი გარდერობის ოთახი და სააბაზანო, რომელიც ასევე გადაწყვეტილია მშვიდ, პასტელურ ფერებში, კარგად ერგება გარემოს და ამავდროულად არ კარგავს თავის ინდივიდუალიზმს. სააბაზანო ოთახის მნიშვნელოვანი და თვალისმომჭრელი ელემენტია ონიქსის ნატურალური ქვის კედელი, რაც დამატებით ხაზს უსვამს ამ ინტერიერის ძვირფას და უნიკალურ დიზაინს.

      ინტერიერის ერთ-ერთი თვალისმომჭრელი შტრიხია ნატურალური მარმარილოს ცისფერი, დეკორატიული კედელი მრგვალი სარკით და კონსოლით, რომელიც მოცემულ ინტერიერში შესვლისთანავე იქცევს ყურადღებას.

,,ჭკვიანი“ აპარტამენტი

      არსებული ინტერიერი ასევე გამოირჩევა მისი ,,ჭკვიანი“ სისტემით, რომელიც მოიცავს განათებას, გათბობა/გაგრილებას, კონდიცირებას და უსაფრთხოებას. მსუბუქი, დახვეწილი სტილი მრავალფეროვანი მასალების და ფერთა გამის სინთეზით, ქმნის კლასიკურ, სასიამოვნო და განსაკუთრებულ გარემოს ინტერიერში.

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 05.03.2020
დამკვეთი
კონფიდენციალური
სერვისები
არქიტექტურა, ინტერიერის დიზაინი

ფალიაშვილის ქ. თბილისი, საქართველო

მიიღეთ ბოლო განახლებები ჩვენს შესახებ, შემოუერთდით ჩვენს გამოწერების სისიტემას და იცოდეთ სპექტრუმის შესახებ პირველებმა