ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის გეგმარება და დიზაინი მორგებულია თანამედროვე ოჯახის მოთხოვნებზე. ინტერიერში გამოყენებული უნიკალური ფერთა გამა, ბუნებრივი ქვის და ხის მასალები ქმნის ელეგანტურ და დახვეწილ გარემოს, რომელიც გამდიდრებულია დეკორატიული ელემენტებით.
მოცემული ინტერიერის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს თეთრი ალაბასტრის მინისგან დამზადებული ბარი რომელიც ინტეგრირებული განათებით ქმნის დაუვიწყარ შთაბეჭდილებას.
ბარის სივრცე გათვლილია მეგობრული თავშეყრისთვის, წვეულებების და კინო-ჩვენებებისთვის.
საცხოვრებელი სახლის ფოიეში შესვლისთანავე იქნმება პირველადი შთაბეჭდილება.
გამოყენებული ბუნებრივი მარმარილოს ქვის, ხის და ლითონის კომბინაცია ქმნის ელეგანტურ და ამავდროულად მყუდრო გარემოს, რომელიც გამდიდრებულია ავეჯის და დეკორაციების მეშვეობით.
კიბე მოპირკეთებულია მარმარილოთი, რომელიც ჰაეროვნად ერწყმის იატაკს. მის უკან კედელი მოპირკეთებულია დაძველების ეფექტის მქონე ლითონით, რომელიც კიბის უჯრედს მიუყვება -1 სართულიდან 2 სართულის ჩათვლით და ქმნის მთლიანობის ეფექტს.
სააბაზანო ოთახში გამოყენებული ლურჯი აგატის ქვის კედელი პასუხობს საძინებლის სივრცეში არსებულ ფერთა გამას.
ავეჯის განლაგებითა და ფერთა პალიტრით იქმნება მყუდრო გარემო განტვირთვისთვის.