დედაქალაქის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე განთავსებული სასტუმრო,"ჰაიატი"-ს პროექტი იდეალურად ითავსებს არსებული ისტორიული შენობის ფუნქციას და მის განსაკუთრებულ ესთეტიკურ ღირებულებას წარმოაჩენს.
სასტუმროს არქიტექტურული გადაწყვეტა აკავშირებს საერთაშორისო სასტუმროს სტანდარტსა და რუსთაველის გამზირზე არსებული მრავალფეროვანი შენობების ისტორიულ იერსახეს, იწვევს განგრძობადობის განცდას და არსებული გარემოს ორგანულ დამატებად გვევლინება.
სარესტავრაციო პროექტის მიხედვით, შენარჩუნებულია შენობის ისტორიული ფასადი, რასაც ემატება 4 სართულის სიმაღლის მოცულობა, რომელიც პასუხობს ისტორიული გარემოს სივრცულ გადაწყვეტას.
პროექტის მიხედვით დაგეგმილია ფასადზე არსებული ყველა ორნამენტის სრული განახლდება, აღდგენა და მისი პირვანდელი ესთეტიკური ღირებულების შენარჩუნება.
მეთოდოლოგია
პროექტირების განსაკუთრებული მიდგომა ითვალისწინებს ბუნებრივი და კლასიკური მასალების სინთეზს თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით, რაც ძველ და ახალ სტილებს შორის ბალანსის შენარჩუნების მიზანს ემსახურება.
ინტერიერის სივრცის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დეტალია შენობის ცენტრში განთავსებული ღია ატრიუმი, რომელიც გადახურულია ტალღოვანი ფორმის ლითონის და მინის კონსტრუქციით, რაც მზის სხივების დაუბრკოლებლად შემოდინებას უზრუნველყოფს და განსაკუთრებულ ღირებულებას სძენს მოცემულ გარემოს.
ინტერიერი შემუშავებულია თანამედროვე დეტალებით გამდიდრებული კლასიკური, დახვეწილი სტილით.
პროექტის თითოეული დეტალი განსაკუთრებული სიფრთხილით შეირჩა და შეიქმნა ყველაზე დიდი მოლოდინების გადასაჭარბებლად.