ავსტრალია,მორეტონბეი
თარიღი
სტატუსი
საპროექტო ფართობი

პროექტზე მუშაობისას ძირითად მიზანს გრძელვადიანი საცხოვრებელი რეზიდენციის შექმნა წარმოადგენდა, რომლის დიზაინი გაუძლებდა დროს და ამავდროულად, სწორი გეგმარებით შეძსაძლებელი იქნებოდა მასშტაბური ღონისძიებებისა და პრეზენტაციების წარმართვა.

არქიტექტურულად დაპროექტებული მრავალდონიანი რეზიდენცია ფარო სივრცეებით და გრანდიოზული ატრიუმით, გამოირჩევა ბუნებრივი, უხეში მოპირკეთებითა და სანახაობრივი ხედებით.

ფუნქციები ნაწილდება ისე, რომ პრაქტიკულობისა და ფუნქციურობის პარალელურად, აქცენტირება მოხდეს ფართო სივრცეებსა და გაშლილ გეგმარებაზე, ბუნებრივი განათების მაქსიმალურ შედინებასა და ხედებით ტკბობის შესაძლებლობაზე.

ატრიუმი

პროექტირებისას შენარჩუნებული იქნა ხე, რომლის სიმაღლეც აღემატება შენობას და მის გარშემო მოწყობილი ატრიუმით იქმნება გამორჩეული სივრცე ინტერიერში.

ეს გადაწყვეტა ხელს უწყობს ბუნებრივი განათების შემოდინებას, ასევე შემოაქვს ბუნების ელემენტი ინტერიერში, რაც ამყარებს ჩვენს ბიოფილიურ მიდგომას და მაცხოვრებლებს კიდევ უფრო აკავშირებს ბუნებასთან.

გეგმარება

სახლის -1 დონეზე განთავსებულია მანქანების საგამოფენო სივრცე, რომელიც გათვლილია 14 მანქანაზე, ოფისი, სათათბირო ოთახი, მოსასვენებელი სივრცე, ტერასა, ღვინის მარანი და სადეგუსტაციო ზონა,  ითავსებს მანქანების საგამოფენო სივრცის, ოფისის, სათათბირო ოთახი და კინოთეატრი.

მოცემული სივრცე ხასიათდება მინიმალისტური გადაწყვეტებით, მუქი ტონებით, ფართო, გახსნილი სივრცეებითა და  ბუნების თვალწარმტაცი ხედებით.

ოფისსა და მოსასვენებელ სივრცეში შემოჭრილი კაუსტიკა, რომელიც იქმნება საცურაო აუზის გამჭვირვალე ფსკერიდან, ქმნის გამორჩეულ აურას.

საცხოვრებელი დონე მოიცას მისაღებ, სამზარეულო, მოსასვენებელ, სასადილო და ბიბლიოთეკის სივრცეებს, ასევე განთავსებულია ფიტნეს ოთახი, სპა და საუნასა. მასშტაბურ ტერასაზე განთავსებულია სხვადასხვა ფუნქციური ზონები.

მესამე დონეზე განთავსებულია საძინებლები. სართული დახოფილია ორ ფლანგად, რომლებიც დაკავშირებულია ხიდით. ხიდიდან იშლება ბუნების საოცარი ხედები.

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 10.03.2020
ტერიტორიის ფართობი
10002 მ²
სართულების რაოდენობა
3
სიმაღლე
14მ
დამკვეთი
კონფიდენციალური
სერვისები
არქიტექტურა, ინტერიერის დიზაინი

მიიღეთ ბოლო განახლებები ჩვენს შესახებ, შემოუერთდით ჩვენს გამოწერების სისიტემას და იცოდეთ სპექტრუმის შესახებ პირველებმა