"არაგვი"-ს მრავალფუნქციური ცენტრი განთავსებულია დედაქალაქის ერთ-ერთ მზარდ და მიმზიდველ ადგილზე, რომელიც თავისი მრავალფუნქციური დანიშნულებით მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს ქალაქის ურბანულ ქსოვილში.
"არაგვი"-ს მრავალფუნქციური ცენტრი მოიცავს სავაჭრო, სარეკრეაციო და სხვა მრავალ ფუნქციურ ზონას.
კონცეფცია
შენობების არქიტექტურული დაგეგმარება დაფუძნებულია გარემოს მაქსიმალური შენარჩუნების, მწვანე სარეკრეაციო ზონების აღორძინების და განვითარების კონცეფციაზე.
ამ კონცეფციის თვალსაჩინო მაგალითია 20 000 კვ.მ-მდე საზოგადო ტერასის გამწვანება და საზოგადოებრივი დანიშნულების პარკად ქცევა.
პროექტით განსაზღვრული შენობების პროპორცია და გეომეტრიული ფორმები ბუნებრივად ერწყმის არსებულ რელიეფს და ისტორიულ კონტექსტს.
საპროექტო სივრცეებს ერთგავარი ბორცვების ფორმები აქვს, რაც დამახასიათებელია ამ ტერიტორიის რელიეფისთვის.
კონტექსტი
მრავალფუნქციური კომპლექსი შედგება ოთხ-დონიან პოდიუმზე განთავსებული ოთხი სხვადასხვა სივრცისაგან: სასტუმრო, სავაჭრო ცენტრი, საოფისე და ორი საცხოვრებელი სივრცე. სავაჭრო სივრცის მეოთხე სართულის დონე აერთიანებს მთელ კომპლექსს.
შენობა წარმოადგენს ხუთ სართულზე განთავსებულ ნახევრად ღია კონსტრუქციას, ცენტრში - ატრიუმით.
აღნიშნული პოდიუმი ავსებს რელიეფიდან ამოჭრილ დიდ ქვაბულს, ამასთანავე ერთგვარად იმეორებს და ერთგვარად აგრძელებს და იმეორებს არსებული რელიეფის კონტურს.