ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი ბუნებრივად ეწერება ადგილობრივ კონტექსტში, პასუხობს თანამედროვე ოჯახის მოთხოვნებსა და ცხოვრების სტილს და ქმნის გამორჩეულ გარემოს მაცხოვრებელთათვის.
პროექტი დახრილი რელიეფის ორ დონეზეა განთავსებული. მისი ფასადი დაბალანსებულია ხისა და ადგილობრივი კირქვის ტექსტურით, რაც სახლს თანამედროვე იერსახეს აძლევს და ამავდროულად ბუნებრივად ეწერება ადგილობრივ კონტექსტში.
ფართო ტერასა ქმნის იდეალურ გარემოს თვალწარმტაცი ხედებით ტკბობის და სუფთა ჰაერზე განტვირთვისათვის.
თბილი ტონები, მინიმალისტური ესთეტიკა და ტრადიციული იერსახის სინთეზი ქმნის მშვიდ და გამორჩეულ გარემოს.
დიდი ზომის ფანქრები ხელს უწყობს მზის შუქის მაქსიმალურ შედინებას ინტერიერში და ამავდროულად აკავშირებს მას ექსტერიერთან.
საცურაო აუზი სახლის ნაწილად აღიქმება და ქმნის შესანიშნავ გარემოს მოსასვენებლად.