თბილისი, საქართველო
თარიღი
სტატუსი
საპროექტო ფართობი

თბილისში, ლისის ტბის მიმდებარედ განთავსებული 890 მ2 ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის პროექტი ბუნებრივად ერწყმის მოცემულ ლადშაფტს და აკმაყოფილებს თანამედროვე, დიდი ოჯახის მოთხოვნებს.

სახლის პროექტი განთავსებულია ქანობზე, რომელიც ორ დონედ არის დაყოფილი. მთავარი შესასვლელიდან რელიეფზე მორგებული კიბით ვხვდებით შენობის პირველ სართულზე, სადაც განთავსებულია ძირითადი სივრცეები: მისაღები, სასადილო, სამზარეულო, საწყობი, კაბინეტი, გარდერობის სივრცე, სტუმრის საძინებელი და სველი წერტილები. შენობას ასევე გააჩნია 270 კვ.მ სარდაფის სართული, სადაც განთავსებულია სავარჯიშო დარბაზი, საუნა, ავტოსადგომი და ღვინის მარანი. შენობის მეორე სართულზე წარმოდგენილია საძინებლები საკუთარი სველი წერტილებით და აივნებით, ასევე  საერთო სივრცე, საიდანაც იშლება ხედი შიდა ეზოზე.

შიდა ეზო

შენობის მნიშვნელოვანი დეტალია სამხრეთ-აღმოსავლეთით მოწყობილი 50 მ2 შიდა ეზო, რომელზეც წვდომა ხდება, როგორც მთავარი ეზოდან, ასევე შენობის სხვადასხვა სივრცეებიდან: კაბინეტი, მისაღები ოთახი, სამზარეულო და კიბის წინ მდებარე დერეფანი.

შიდა ეზო გადახურულია ლითონის კონსტრუქციით მოწყობილი მინის სახურავით, რომელიც უზრუნველყოფს ბუნებრივ განათებას და წვიმისგან დაცვას, რაც ნებისმიერ ამინდში იძლევა გარე სივრცეში დროის კომფორტულად გატარების საშუალებას.

ფასადი

ფასადი გადაწყვეტილია უჟანგავი ლითონის ფირფიტების, ლითონის პანელების და მინის ვიტრაჟების კომბინაციით, რაც სახლს თანამედროვე და ამავდროულად განსაკუთრებულ იერს სძენს.

აღსანიშნავია, რომ უჟანგავი ლითონის ფირფიტები კლიმატური პირობების ცვლილების შესაბამისად იცვლის შეფერილობას, რაც დროის სხვადასხვა მონაკვეთში შენობის ფასადს სხვადასხვაგვარად წარმოაჩენს.

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 15.05.2020
ტერიტორიის ფართობი
1000მ²
სართულების რაოდენობა
3
დამკვეთი
კონფიდენციალური
სერვისები
არქიტექტურა, ლანდშაფტის დიზაინი

ლისი, თბილისი

მიიღეთ ბოლო განახლებები ჩვენს შესახებ, შემოუერთდით ჩვენს გამოწერების სისიტემას და იცოდეთ სპექტრუმის შესახებ პირველებმა