საგურამოს ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ინტერიერში გამოყენებული მსუბუქი, ძვირფასი დეკორი, მაღალი ხარისხის ბუნებრივი მასალები და მოხერხებული ავეჯი, ერთი შეხედვით ახდენს დაუვიწყარ შთაბეჭდილებას.
ინტერიერში გამოყენებულია დახვეწილი, თანამედროვე სტილი, რომელიც ისეთი ბუნებრივი მასალების სინთეზით შეიქმნა, როგორებიც არის მარმარილო, ონიქსი და ბუნებრივი ხის მასალა, რაც ინტერიერში სივრცითი დინამიურობის მძაფრ შეგრძნებას იწვევს.
სივრცეები და მასალები
ღია დაგეგმარების კონცეფცია და სხვადასხვა ფუნქციური სივრცეების არსებობა, ქმნის იდეალურ განლაგებას სხვადასხვა დანიშნულების საოჯახო შეკრებებისთვის.
პირველი სართული მაქსიმალურად გახსნილია, სადაც მარმარილოს იატაკს და თანამედროვე განათებას დამატებითი ხიბლი შეაქვს გარემოში.
მისაღები ოთახის დიდი, კომფორტული დივანი, ორი სავარძლით და მაგიდით, ტელევიზორის კედლის წინ კომფორტულ და მყუდრო მოსასვენებელ გარემოს ქმნის, რომელიც უერთდება ბუხრის და ბარის სივრცეებს.
ონიქსის დეკორატიული კედლელი, სადაც ბარის ღია თაროებია განთავსებული, განათებულია LED განათებით, რასაც საინტერესო, ოქროსფერი ელფერი შემოაქვს ინტერიერში და სასიამოვნო გარემოს ქმნის მასპინძლობისთვის.
სამზარეულო გამოირჩევა სადა, მინიმალისტური სტილით, სადაც უჟანგავი ფოლადის თაროები და მარმარილოს ფაქტურა მისი ფუნქციის და ესთეტიკის საინტერესო ნაზავს წარმოადგენს.
ავეჯის უმეტესი ნაწილი დამზადებულია სპეციალურად ამ ინტერიერისთვის, დამკვეთის მოთხოვნების შესაბამისად.
დეტალები
ინტერიერში მოხვედრისთანავე ყურადღებას იპყრობს კრეატიული, ოქროსფერი კიბის დეკორატიული კედელი, რომელიც შექმნილია ლითონის მილების გამოყენებით და მინის ზედაპირზე წვიმის წვეთების ვიზუალს იმეორებს.
ეს არქიტექტურული ელემენტი, რომელიც შეიქმნა ექსკლუზიურად ამ კონკრეტული ინტერიერისთვის, აერთიანებს პრაქტიკულ და შემოქმედებით მიდგომებს და ხაზს უსვამს ინტერიერის ინდივიდუალიზმს.
სხვადასხვა ფუნქციური დატვირთვის მქონე, მაქსიმალურად ღია სივრცეების და მასალების მრავალფეროვნების მიუხედავად, არსებული ინტერიერი ინარჩუნებს ერთიან სტილს, ქმნის დახვეწილ და სასიამოვნო გარემოს.