დოჰაში, სავაჭრო ცენტრში Oasis Mall-ში მდებარე ქართული რესტორანი „მოსავალი“ ჰარმონიულად აერთიანებს ეთნიკურ სტილსა და კულტურას, რომელიც სტუმრებს სთავაზობს შეხვედრებისათვის საუკეთესო ადგილს
დეტალები
რესტორნის ინტერიერში წარმოდგენილია მდიდარი ხის დეკორატიული პანელები ჭერისა და კედლებისთვის. ასევე მარმარილოს, ლითონისა და ტექსტილის დეტალები, რომლებიც ერთად ქმნიან გამორჩეულ და დასამახსოვრებელ გარემოს. კედლებზე გამოყენებულია ქართული ორნამენტები მრავალფეროვანი მოტივით. დეკორატიული გამყოფი კედლები განსაკუთრებულ ხასიათს ანიჭებს საერთო დიზაინს.
გეგმარება
ხის ჭერს ორნამენტებით შემოაქვს ტრადიციული ქართული ხაზგასმები ინტერიერში, რომლებიც ქმნის განსაკუთრებულ ხასიათსა და ატმოსფეროს. თაღოვანი ფორმები გამოიყენება ბარის სივრცეში უფრო ტრადიციული განწყობის შესაქმნელად, რომელიც გვხვდება საქართველოს სხვადასხვა პერიოდის არქიტექტურულ ნაგებობებში. პროექტის იდეა ეფუძნება ადგილობრივი გარემოს სხვა კულტურულ მემკვიდრეობასთან შერწყმას.