ინდივიდუალური კერძო სახლი ლისზე, წარმოადგენს არქიტექტურული გადაწყვეტებით შექმნილ თანამედროვე დიზაინს ,რომელიც ქმნის კონტრასტს ადგილობრივ გარემოსთან.
კონცეფცია
საპროექტო შენობა წარმოდგენილია ელეგანტურობისა და სიმარტივის შერწყმით. ექსტერიერის მასალად გამოყენებულია ბეტონი, ხე და ფოლადი. პროექტის დიზაინი ხასიათდება სამი განსხვავებული საპროექტო შენობებით, სადაც ერთ-ერთი საცხოვრებელი სივრცე დიაგონალურად არის წარმოდგენილი ქვედა ორ საპროექტო სივრცეზე, რაც დამატებით საინტერესო სირთულეს ჰმატებს სტრუქტურას.
მახასიათებლები
ექსტერიერი წარმოდგენილია მუქი, ნაცრისფერი ბეტონის ვერტიკალური დანაყოფებით, რაც სითბოს და დახვეწილობას სძენს სახლს. სახლში ვხვდებით დიდ შუშის ფანჯრებს, საიდანაც შემოედინება ბუნებრივი სინათლე და იშლება ულამაზესი ტბის ხედი.
ფასადი
საცხოვრებელი სახლი გამოირჩევა საუცხოო კედლის დიზაინით, რომელიც წარმოდგენილია ქართული ანბანის ორნამენტებით და ანიჭებს მას უნიკალურ და დახვეწილ ხასიათს. გამოსარჩევია საცხოვრებელი სახლის ეზოს ნაწილიც, სადაც წარმოდგენილია ღია აუზი, რომელიც სახლის ექსტერიერს ანიჭებს ინდივიდუალურობას. დღის განმავლობაში ბუნებრივი სინათლის სხივები შემოდის სახლში და წარმოშობს ჩრდილების საინტერესო ხელოვნურ ფორმებს, ხოლო განათების სხვადასხვა ფონზე სახლის ფასადი დინამიურად იცვლება.