თბილისი, საქართველო
თარიღი
სტატუსი
საპროექტო ფართობი

პროექტირების პროცესში, ერთ-ერთ მთავარ ინტერესს წარმოადგენდა სახლის და ეზოს ჩამოყალიბება არსებული ლანდშაფტის მაქსიმალური გათვალისწინებით და 360 პანორამული ხედების შენარჩუნებით.

ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის პროექტი მდებარეობს თბილისის მიმდებარედ, ქვედა წყნეთში.

მისი რელიეფი, პანორამული ხედების შენარჩუნების მიზნით, დაყოფილია დონეებად, რომლის ყველაზე შემაღლებულ ადგილზე განთავსებულია საპროექტო შენობა, ხოლო ქვედა დონეებზე  იშლება ეზო.

არქიტექტურული გადაწყვეტა

შენობის ფასადი კომპოზიციურად არის შექმნილი ხის და ადგილობრივი კირქვის ტექსტურის მოპირკეთებით, რაც სახლს სძენს თანამედროვე იერს, რომელიც თანხვედრაშია ადგილობრივ ხასიათთან.

კონსოლზე გადმოსული მოცულობითი,  ღია ტერასა სახლის მაცხოვრებლებს თავაზობს თბილისის თვალწარმტაც ხედებს.

ტერასის გადახურვა წარმოადგენილია ინოვაციური ტექნოლოგიით, რომელიც ელექტრონულად არეგულირებს მზის სხივის დაცემის კუთხეს და ამავდროულად იცავს მას წვიმისგან.

საცხოვრებელი სახლის ეზოს ზედა დონეზე განთავსებულია აუზი, რომლის აღმოსავლეთითაც მდებარეობს საჩრდილობელი, საიდანაც იშლება ბუნების ულამაზესი ხედები.

რაც შეეხება ინტერიერს, მისი მთავარი მახასიათებელი არის დამკვეთის ხელოვნების ნიმუშების ვრცელი კოლექციის გამოფენა.

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 24.05.2020
ტერიტორიის ფართობი
1.200მ²
სართულების რაოდენობა
2
სიმაღლე
10მ
დამკვეთი
კონფიდენციალური
სერვისები
არქიტექტურა, ინტერიერის დიზაინი, შესყიდვები, მშენებლობა

საქართველო, წყნეთი

მიიღეთ ბოლო განახლებები ჩვენს შესახებ, შემოუერთდით ჩვენს გამოწერების სისიტემას და იცოდეთ სპექტრუმის შესახებ პირველებმა