თბილისი, საქართველო
თარიღი
სტატუსი
საპროექტო ფართობი

რესტორანი "ქალაქი" არის პირველი მიშლენის სტანდარტის რესტორანი საქართველოში. მისი შექმნის ძირითადი კონცეფცია აღემატება ტიპიური, ძვირადღირებული რესტორნების მოთხოვნებს და სტუმრებს თავაზობს ჯადოსნურ გარემოში შეხვედრების, დასვენების და ურთიერთობის შესაძლებლობას.

რესტორანი მდებარეობს არქიტექტურული მრავალფეროვნებით გამორჩეულ ქალაქის ძველ ნაწილში, სადაც 150 წლიანი ისტორიული შრეების ნაკვალევია აღბეჭდილი.

ამ და სხვა გარემოებების გათვალისწინებით, შევქმენით კლასიკური და ამავდროულად ადგილობრივი ტრადიციებით გამდიდრებული სივრცე ქალაქის ძველ უბანში.

კონცეფცია

რესტორნის “ქალაქი” მთავარი კონცეფცია იყო კლასიკური ფრანგულ-იტალიური არქიტექტურული სტილისა და ტრადიციული, მრავალფეროვანი ქართული სტილის სინთეზი და განსხვავებული სივრცეების ერთ ჭერქვეშ მოქცევა.

ატრიუმი

პროექტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბირთვს წარმოადგენს ატრიუმი, რომლის ხასიათიც იმეორებს ძველი თბილისური ეზოს დამახასიათებელ ატმოსფეროს.

რესტორნის სხვადასხვა დარბაზები შიდა ეზოს საშუალებით უკავშირდება ერთმანეთს და სტუმრებს უნიკალურ გარემოს უქმნის.

ევროპული სტილისა და ადგილობრივი ტრადიციების შერწყმა იწვევს დაუვიწყარ შთაბეჭდილებას.

სოციალურ-კულტურული ელემენტებით გამდიდრებული არქიტექტურული გარემო თითოეულ სტუმარს ინდივიდუალური ინტერპრეტაციისა და დროსა და სივრცეში მოგზაურობის საშუალებას აძლევს.

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 22.03.2020
ტერიტორიის ფართობი
850მ²
სართულების რაოდენობა
4
სიმაღლე
19მ
დამკვეთი
კონფიდენციალური
სერვისები
არქიტექტურა, ინტერიერის დიზაინი, შესყიდვები, მშენებლობა

საქართველო, თბილისი, მერაბ კოსტავას #45ბ 0176

მიიღეთ ბოლო განახლებები ჩვენს შესახებ, შემოუერთდით ჩვენს გამოწერების სისიტემას და იცოდეთ სპექტრუმის შესახებ პირველებმა