პროექტი, რომელიც მდებარეობს წყნეთში, გამოირჩევა არქიტექტურისა და ლანდშაფტის ჰარმონიული ურთიერთკავშირით. დიდ გამოწვევას წარმოადგენდა მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა არსებული ლანდშაფტი და შეგვექმნა პროექტი, რომელშიც ჰარმონიულად იქნებოდა ერთმანეთთან შერწყმული ბუნება და საცხოვრებელი გარემო.
სწორხაზოვანი ფორმები, ბუნებრივი მოსაპირკეთებელი მასალების კომბინაცია და ბუნებასთან ჰარმონიზაციის სურვილი ქმნის გამორჩეულ სივრცეს, რომელიც ამავდროულად პასუხობს დამკვეთის მოთხოვნებს და ცხოვრების სტილს.
პროექტი ხაზს უსვამს ინტერიერის სინთეზს ბუნებასთან, კომფორტის და უშუალო გარემოს ტენდენციის გათვალისწინებით.
შიდა სივრცესა და გარე ლანდშაფტს შორის კავშირი კარგად აღიქმება პირველ სართულზე განთავსებული მისაღები ოთახის მინის კედლით, რომელიც გამოდის ეზოში, ტერასაზე და მისი კარებების სრული გაღებით ქმნის ღია სივრცეს, რომელიც უერთდება ეზოს ფიჭვნარს.
გარდა მისაღები ოთახისა, პირველ სართულზე განთავსებული სამზარეულოს და კაბინეტის სივრცეებიც მოხერხებულად უერთდება ეზოს ბუნებრივ ლანდშაფტს.
აღსანიშნავია წყლის სარკე, რომელიც მდებარეობს მისაღები ოთახის წინ განთავსებული ტერასის გასწვრივ, რაც დამატებით უსვამს ხაზს ბუნების და საცხოვრებელი სივრცეების ჰარმონიული შერწყმის ესთეტიკას.
პროექტზე მუშაობის დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შენობის სწორ ორინეტაციას, დათბუნებას და სწორი მასალების შერჩევას მაქსიმალური ენერგოეფექტურობის მიღწევის მიზნით.
წყნეთის კერძო სახლის პროექტი ეზოს ბუნებრივი ფიჭვნარის და საცხოვრებელი სახლის შენობის იდეალური სინთეზია.