ყაზბეგი, საქართველო
თარიღი
სტატუსი
საპროექტო ფართობი

გერგეთის პარკის მკაცრი გეომეტრიული ფორმები, ბუნებრივი საფარის არქიტექტურულ ნაგებობებთან ინტეგრირება და თანამედროვე ფუნქციების შემოტანა ახალ ტრადიციებს და სიცოცხლეს მატებს ყაზბეგის რეგიონს.

ყაზბეგის ცენტრში, დაბა სტეფანწმინდაში მდებარე გერგეთის პარკი საზოგადო დანიშნულების ადგილია. პარკის განსაკუთებული ხასიათი, დატვირთვა და მნიშვნელობა მას ყაზბეგის რეგიონის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობად აქცევს.

საპროექტო ტერიტორია, რომელიც მოიცავს 36 957 მ2 ფართობს, გამოირჩევა მწვანე ტყის მასივით, სადაც წარმოდგენილია მრავალწლოვანი, ფართოფოთლოვანი ხეები, რომელთა სიმაღლე 20-25 მ-ს აღწევს. 

იდეა

პარკის საპროექტო ნაწილის ცენტრი წარმოდგენილია ნაძვით, რომელშიც გეომეტრიული, იდეოლოგიური და ფუნქციური მნიშვნელობებია გაერთიანებული.

ცენტრიდან, მისი ფესვების ტრაექტორიის გათვალისწინებით, ყველა მხრიდან გაიშლება პროექტით გათვალისწინებული ბილიკების სისტემა.

აღსანიშნავია, რომ ეს არის ახლად დარგული წიწვოვანი ნარგავი, რომლის მორთვაც შესაძლებელია საახალწლოდ.

იგი ასევე წარმოადგენს მთავარ დეკორაციას სხვადასახვა ღონისძიებების დაგეგმვისას. პარკის ტერიტორიაზე ჩამოედინება ღელე, რომელზეც მოწყობილია საფეხმავლო ხიდები და რეკრეაციული ზონები.

იგი განსაკუთრებულ მიმზიდველობას მატებს პარკს და ქმნის ბუნებრივ, სასიამოვნო გარემოს. 

ფუნქცია

გერგეთის პარკის პროექტში განსაკუთრებული როლი ობიეტისთვის ახალი ფუნქციების გაჩენას და ტერიტორიის გამოცოცხლებას ენიჭება.

წარმოდგენილია გასართობი ადგილების ნაირსახეობა: სივრცეები ბავშვთა გასართობად და სპორტული აქტიობებისთვის, სტადიონი, თოკების პარკი, სარბენი ბილიკი ტერიტორიის გარშემო, ველობილიკი და სხვადასხვა სირთულის საცოცი კედლები.

პარკზე წვდომა შესაძლებელია სხვადასხვა ადგილიდან. შენობები და სხვადასხვა სივრეცეებში გადაადგილება ადაპტირებულია შეზღუდული უნარების მქონე ადამიანებისათვის.

გერგეთის პარკის ტერიტორიაზე გამოყოფილია სავაჭრო, საპიკნიკე და კარვების ზონები. აქვეა განთავსებული ადმინისტრაციული შენობა და კაფეტერია ღია ტერასით.

აღსანიშნავია, კულტურის ცენტრი, რომელიც გარემოს ერწყმის მწვანე საფარით და რელიეფზე ბუნებრივად წარმოქმნილი ნაპრალის ილუზიას ქმნის.

შენობებს შორის ვიწრო საფეხმავლო ბილიკებზე მოხვედრისას კი სტრულიად განსხვავებული გარემო იშლება. ადგილობრივი არქიტექტურული ელემენტებით შექმნილი ფასადები არ არღვევს პარკის ბუნებრივ გარემოს. 

კულტურის ცენტრში არსებული ისეთი ობიექტები, როგორებიცაა ეთნოგრაფიული მუზეუმი, საგანმანათლებლო სივრცეები, სუვენირების მაღაზია და საგამოფენო დარბაზები მნიშვნელოვან მიზიდვის წერტილებს აჩენს პარკში და მას განსაკუთრებულ მნიშვნელობას მატებს.

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 06.06.2020
ტერიტორიის ფართობი
36.957მ²
დამკვეთი
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
კონსულტატები
შპს "არკო"
სერვისები
არქიტექტურა, ინტერიერის დიზაინი

საქართველო, დაბა სტეფანწმინდა, გერგეთი

მიიღეთ ბოლო განახლებები ჩვენს შესახებ, შემოუერთდით ჩვენს გამოწერების სისიტემას და იცოდეთ სპექტრუმის შესახებ პირველებმა