დუბაი
თარიღი
სტატუსი
საპროექტო ფართობი

დუბაის საპროექტო შენობის ექსტერიერი და ინტერიერი, იდეალურად ერწყმის ერთმანეთს. საპროექტო ვიზუალი წარმოადგენს უნიკალური დეტალებით და კონტექსტური შტრიხებით დაპროექტებულ გეგმარებას. ინტერიერის ესთეტიურობა გამოიხატება სივრცის, მასალების და დეტალების ჰარმონიული შერწყმით.

 

ხასიათი

პროექტის აპარტამენტების  ინტერიერის დიზაინში გამოყენებული მასალები   ვიზუალურად ეხმიანება შენობის ექსტერიერს. ძირითად დეტალს წარმოადგენს  ხე და ლითონის  ელეგანტურად შეხამება ერთმანეთთან.  ოთახების ღია ფერების ტონალობა  ატარებს პროექტის ხასიათს, რომელიც ნებისმიერი მაცხოვრებლის სურვილს იდეალურად ერგება. აპარტამენტები მოწყობილია ისეთი ტექნიკური განლაგებით, რომ მთავარ განათებას, გარედან შემოსული სინათლე წარმოადგენს.

 

ფუნქციონალობა

ბინების გასაოცარი ხარისხის საიდუმლოა დეტალებზე ორიენტირებულობა.  ძირითად მასალად გამოყენებულია მარმარილო და კაკლის პარკეტი, რომელიც ინტერიერს  ანიჭებს ხარისხს და აძლიერებს სიმყუდროვის შეგრძნებას.   ოთახების მასშტაბები, პროპორციები  და იერარქიული წყობა ჰარმონიულად  არის შერწყმული ერთმანეთთან. სამზარეულოები შექმნილია დახვეწილი განლაგებით, რომელიც იდეურად შეესაბამება თითოეულ  ოთახს. ოთახებში წარმოდგენილი განათებები იწვევს სიმყუდროვის და კომფორტის შეგრძნებას.

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 02.02.2020
ტერიტორიის ფართობი
16090მ²
დამკვეთი
The Orchard Place
სერვისები
არქიტექტურა, ინტერიერის დიზაინი

მიიღეთ ბოლო განახლებები ჩვენს შესახებ, შემოუერთდით ჩვენს გამოწერების სისიტემას და იცოდეთ სპექტრუმის შესახებ პირველებმა