საპროექტო ობიექტი მდებარეობს გორის რაიონში, სოფელ კარალეთში, საპროექტო ტერიტორია მოიცავს 10002 კვ.მ-ს. ნაგებობა დაყოფილია 3 ნაწილად და ერთიანად მოიცავს 2935კვ.მ-ს.
შენობის ძირითად სივრცეს წარმოადგენს საბანკეტო დარბაზი, რომლის ფართი შეადგენს 747,68კვ.მ-ს.
მეორე სივრცე მოიცავს ვესტიბიულს, მცირე რესტორნის დარბაზს და ოთახებს (კუპეებს) სტუმრებისთვის.თითოეულ სივრცეს გააჩნია დამოუკიდებელი შესასვლელები.
შენობის მოსაპირკეთებლად მაქსიმალურად არის გამოყენებული ბუნებრივი მასალები, შერჩეული ფერთა გამა ბუნებრივად ეწერება მოცემულ კონტექსტში.
ობიექტის თითოეული სივრცეში, ისევე როგორც VIP დარბაზებში, წარმოდგენილია განსხვავებული ელემენტები და ფერთა პალიტრა, თუმცა მეორდება სახასიათო მასალები და ჩანართები, შენარჩუნებულია ერთიანი სტილი.
დერეფანი, რომელიც აკავშირებს კუპეებს სტილისტურად ეხმიანება რესტორნის ერთიან იერსახეს.
კუპეების კარი იმეორებს ექსტერიერის ვიტრაჟის ფორმებს, რათა შეიქმნას ერთიანობის განცდა. გამოყენებული ბუნებრივი მასალები, როგორიცაა ხის ჩანართები ჭერსა და კედლებზე. ქვის იატაკი და შერჩეული ფერთა გამა ქმნის სასიამოვნო გარემოს სტუმართათვის.
ინტერიერში უხვად არის გამოყენებული ხის დეკორატიული პანელები ჭერისა და კედლების მოსაპირკეთებლად, მარმარილოს, მეტალის და ტექსტილის ჩანართები, რაც ხელს უწყობს გამორჩეული და დასამახსოვრებელი გარემოს შექმნას.
ობიექტის შიდა ტერიტორიაზე მოეწყობა ორმხრივი სამანქანო გზა. ავტოსადგომი მდებარეობს შენობის მარჯვენა და მარცხენა მხარეს, რომელთა საერთო რაოდენობა გათვლილია 78 ავტომანქანაზე.
საპროექტო ტერიტორიაზე მოწყობილია საბავშვო სივრცე და ღია დასაჯდომი სივრცეები "ფანჩატური"-ები.
საპროექტო ტერიტორიის გარემო ადაპტირებულია შშმ პირებისათვის. გათვალისწინებულია როგორც პანდუსები, საპარკინგე ადგილები, ასევე შესაბამისი სველი წერტილები.