ყაზბეგის მრავალფუნქციური ცენტრი წარმოადგენს თანამედროვე შენობას უნიკალური ტექნოლოგიური მახასიათებლებით, რომელიც ჰარმონიულად ერწყმის ადგილობრივ გარემოს და ტრადიციული მიდგომის ახლებურ ხედვას გვთავაზობს.
ყაზბეგის მრავალფუნქციური ცენტრი მდებარეობს ყაზბეგის მახლობლად, საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელ მაგისტრალზე. მის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას დასასვენებელი სივრცე წარმოადგენს.
შენობის ადგილმდებარეობა მისი მთავარი უპირატესობაა - ის განთავსებულია საავტომობილო მაგისტრალის გასწვრივ, რაც მას მგზავრებისთვის მარტივად ხელმისაწვდომს ხდის.
კონცეფცია
შენობის კონცეფცია დაფუძნებულია მთლიან ლანდშაფტზე და ადგილობრივ კულტურულ ღირებულებებზე.
საპროექტო შენობა იდეალურად ერგება ტერიტორიის ტოპოგრაფიას და ინტეგრირებულია არსებულ ლანდშაფტთან.
გამოყენებული ფორმები და მასალები ემთხვევა მთების, ტყის და კლდეების ბუნებრივ გარემოს თავისებურებებს.
ფასადის რელიეფური ხასიათი იმეორებს და ხაზს უსვამს ადგილობრივი ლანდშაფტის კონტურებს.
ფუნქციური გადაწყვეტა
შენობის ფუნქციონალური განაწილება შეესაბამება მის დანიშნულებას. პირველი სართული წარმოადგენს ღია სივრცეს, რომელშიც ინტეგრირებულია სხვადასხვა ფუნქციური ერთეულები: სწრაფი კვების ობიექტები, სუპერმარკეტი, აფთიაქი, ბანკის ფილიალი, ბავშვთა გასართობი ცენტრი და სხვა.
სხვადასხვა სივრცეები დამოუკიდებლად ფუნქციონირებენ შენობაში და მთელი წლის განმავლობაში ინარჩუნებენ მის ფუნქციურ აქტიობას.
შენობის მეორე სართულზე განთავსებულია რესტორანი, რომელიც ულამაზესი მთის ხედებით განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს სტუმრებზე.
პროექტი ითვალისწინებს ბუნებრივი რესურსების რაცოინალურ გამოყენებას და ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობას.
პროექტი გამოირჩევა ქართული ტრადიციებისა და თანამედროვე მიდგომის სინთეზით.