მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი „Next Collection” გამოირჩევა საპროექტო ადგილმდებარეობით, ფუნქციური გადაწყვეტებითა და ორგანული არქიტექტურით. საპროექტო შენობა იდეალურად ერგება ტერიტორიის ტოპოგრაფიას და ინტეგრირებულია არსებულ ლანდშაფტთან.
კონცეფცია
პროექტის მიზანს ორგანული, გარემოსთან ინტეგრირეგული მრავალფუნქციური კომპლექსის შექმნა წარმოადგენდა. შენობის არქიტექტურა ითვალისწინებს ადგლობრივ კონტექსტს და მახასიათებლებს. მისი პროპორცია და გეომეტრიული ფორმები ბუნებრივად ერწყმის არსებულ რელიეფს, იმეორებს და ხაზს უსვამს ადგილობრივი ლანდშაფტის კონტურებს. გამოყენებული ორგანული ფორმები, მასალები და ფერთა გამა, ჰარმონიულად ერწყმის გარემოს.
კონტექსტი
პროექტს მისი ადგილმდებარეობაც გამოარჩევს. მწვანე კონცხი საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს ზღვისპირა კურორტს წარმოადგენს. მის ფერდობებზეა გაშენებული ევროპაში ერთ-ერთი მდიდარი ბათუმის ბოტანიკური ბაღი. საპროექტო ტერიტორია, გამოირჩევა ზღვასთან სიახლოვით. ტერასებიდან იშლება თვალწარმტაცი პანორამული ხედები ზღვისა და ბოტანიკური ბაღის მიმართულებით. კლიმატური პირობები ხელს უწყობს ლანდშაფტის გეგმარებას - მცენარეთა მრავალფეროვანი ნაირსახეობებია შერჩეული ეზოს, ტერასებისა და სახურავზე განთავსებული გამწვანებისათვის.
ფუნქციები
შენობის ორიგინალური და მიმზიდველი არქიტექტურის უკან ფუნქცია და სწორი გეგმარება დგას. ნაგებობის ორიენტაცია, ფუნქციური განაწილება და გეგმარება ითვალისწინებს მაცხოვრებელთა მოთხოვნებსა და ინტერესებს. სამი, დამოუკიდებელი ფლიგელი ერთიანდება პოდიუმით, სადაც გაშენებულია ბაღი სხვადასხვა ფუქნციებით. სახურავზე განთავსებულია რესტორანი, ბარი და საცურაო აუზი.