კახეთი, საქართველო
თარიღი
სტატუსი
საპროექტო ფართობი

"ვილა გოდოლი" წარმოადგენს ექსკლუზიურ სასტუმროს, რომლის დიზაინი შემუშავებულია კახეთის რეგიონის მდიდარ კულტურულ და ისტორიულ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით. მისი არქიტექტურული გადაწყვეტა დაკავშირებულია ტრადიციულ ქართულ სტილთან, რომელიც ინტეგრირებულია თანამედროვე ელემენტებთან და შეესაბამება სასტუმროს სტანდარტებსა და მოთხოვნებს.

სასტუმრო "ვილა გოდოლი"  მდებარეობს კახეთში, სოფელ რუისპირში და გამოირჩევა კავკასიონის მთების პანორამული და თვალწარმტაცი ხედებით. მისი საპროექტო ფართობი შეადგენს 3 770 მ2, ხოლო სასტუმროს ოთახების რაოდენობა 54 ნომერია.

სტილი               

კახეთის რეგიონის მდიდარ კულტურულ და ისტორიულ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით მოხდა სამშენებლო მასალების და ინტერიერის სტილის ჩამოყალიბება.

ინტერიერის დიზაინში გამოყენებულია ძველქართული ორნამენტები, ავეჯის დეტალები და ამ კუთხისთვის დამახასიათებელი სამშენებლო მასალები, რომელთა სინთეზი თანამედროვე სასტუმროს მოთხოვნებთან ჰარმონიულ თანხვედრაშია.

სასტუმროს ინტერიერი მდიდარია მრავალი საინტერესო და ფუნქციური სივრცით, მათ შორის აღსანიშნავია სარდაფის სართულზე განთავსებული მცირე ზომის მუზეუმი, სადაც წარმოდგენილია საქართველოს სხვადასხვა კულტურული და ისტორიული ეპოქის ექსპონატები.  

ეს სივრცე სასტუმროს დამსვენებელს საშუალებას აძლევს გაეცნოს და დაინტერესდეს როგორც უძველესი ტრადიციებით, ასევე კულტურული მემკვიდრეობის ნამუშევრებით.

შენობის კედლები და კოლონები მოპირკეთებულია ქართული, დამახასიათებელი წყობის, ქვით და აგურით. აღსანიშნავია კედელზე დატანილი მხატვრობა, რომელიც მუზეუმის სივრცის სიძველეს თანამედროვე სტილთან აერთიანებს. 

კონცეფცია            

სასტუმროს მიმღების კონცეფცია დაფუძნებულია ქართველი გლეხის სახლის ანალოგზე, რომელიც თავისი უშუალობით ეხმიანება მთლიან გარემოს და დამსვენებელს უქმნის მყუდრო და სტუმართმოყვარე სივრცეს.

სარდაფის სართულზე აღსანიშნავია მარანი და ღვინის სადეგუსტაციო სივრცე.

აქ სტუმრებს ქართული მეღვინეობის 8000 წლიანი ტრადიცია, განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობა და დაუვიწყარი გარემო ელით.

რაც შეეხება სასტუმროს ნომრებს, მათი ინტერიერის კონცეფცია სახლის ტიპის, მყუდრო ოთახების შექმნით არის განპირობებული და ხასიათდება ძველი ქართული ავეჯის დეტალებით, ფარდაგებით და ღია ფერის კედლებით, რაც ფუნქციურად სწორად ერგება თანამედროვე სტილს და განუმეორებელ ხასიათს ქმნის.

სასტუმრო "ვილა გოდოლი" შედგება მოსასვენებელი, ბუხრის, რესტორნის, ტერასების და მოსაცდელი სივრცეებისგან, რომელთა საერთო იერსახე შერწყმულია ისტორიულ და ბუნებრივ გარემოსთან, რაც მთლიანობაში ქმნის მყუდრო და ესთეტიკურ დასასვენებელ გარემოს.

სასტუმროს პროექტში გაერთიანებულია უძველესი კულტურა, ტრადიცია, ისტორია და ქართველი გლეხის სახლის არაჩვეულებრივი სითბო და სიმყუდროვე.

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 23.03.2020
დამკვეთი
შპს "ვილა გოდოლი"
კონსულტატები
შპს დომსონი, შპს "არტ სტუდიო"
სერვისები
ინტერიერის დიზაინი, მშენებლობის მართვა

რუისპირი, კახეთი, საქართველო

მიიღეთ ბოლო განახლებები ჩვენს შესახებ, შემოუერთდით ჩვენს გამოწერების სისიტემას და იცოდეთ სპექტრუმის შესახებ პირველებმა