ნიუ-იორკში მდებარე ინდივიდუალური საცოხვრებელი სახლის პროექტში გათვალისწინებულია ადგილობრივი გარემოს და კონტექსტის ყველა დეტალი. შენობის არქიტექტურა წარმოადგენს თანამედროვე გეომეტრიულ ფორმებს და ტრადიციული ტიუდორის სტილის სინთეზს.
ინდივიდუალური საცოხვრებელი სახლის დაგეგმარების პროცესში, პროექტის ფორმების, კონფიგურაციისა და არსის ჩამოყალიბებისას, გამოყენებულია ჯანმრთელი სახლის პრინციპები.
შენობის არქიტექურაში ტიუდორული სტილი გათანამედროვებულია და ესადაგება ადგილობრივ ურბანულ მოთხოვნებს.
მეთოდოლოგია
მიზანმიმართული არქიტექტურული სტრატეგია და ფუნქციურ-ესთეტიკური პარამეტრების დაცვა უზრუნველყოფს სახლის გამართულ ფუნქციონირებას: წარმოდგენილი კონსტრუქცია, ესთეტიკური დანიშნულების გარდა, ითავსებს თერმული იზოლაციისა და ამინდის ცვალებადობისადმი მედეგობის ფუნქციას.
წყლის სადენი ელემენტები აუზს გამორჩეულ ხასიათს აძლევს, ხოლო მსუბუქი, თანამედროვე კიბე, რომელიც შექმნილია მინის და ხის კომბინაციით, თანამედროვე ელფერს მატებს ინტერიერს.
შენობის არქიტექტურაში გათანამედროვებულია ტიპიური ტიუდორული სტილის პროექტების კონცეფცია.
ისტორიული უბნის, ურბანული სქემის გათვალისწინებით და ამ სტილისთვის დამახასიათებელი მასალების გამოყენებით, ჰარმონიული კავშირი შედგა ძველსა და ახალს შორის.