ნიუ-იორკი, აშშ
თარიღი
სტატუსი
საპროექტო ფართობი

ნიუ-იორკის ერთ-ერთ გარეუბანში მდებარე ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის პროექტირების პროცესში, ძირითად მიზანს კლასიკური არქიტექტურული სტილის ჩამოყალიბებით, საინტერესო კონტექსტის შექმნა და არსებული მშვიდი გარემოს გათვალისწინება წარმოადგენდა.

წითელი აგურის კედლები და სახლის კლასიკური სახე ნაკარნახევია  მიმდებარედ არსებული ვიქტორიანული სტილის სახლებისგან.

გეგმარება

პროექტის ლოგიკური და დამკვეთზე ორიენტირებული გეგმარება მოქნილი ცხოვრების და ერთდროულად სხვადასხვა აქტივობებით დაკავების საშუალებას იძლევა.

პირველი სართული მოიცავს დიდ სამზარეულოს, სასადილო სივრცეს და მისაღებ ოთახს, ხოლო მეორე სართული სამ საძინებელს. ჭერში განთავსებული ფანჯარა, ხელს უწყობს ბუნებრივი განათების შემოდინებას ინტერიერში და სიმსუბუქის შეგრძნებას ანიჭებს სივრცეს.

თითოეული სივრცის დაგეგმარება ოჯახისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნაზეა ორიენტირებული. 

მთავარი აქცენტი გაკეთებულია შენობის სიმსუბუქესა და საცხოვრებელი სივრცეების ურთიერთკავშირზე.

პროექტი შემუშავებულია თანამედროვე "ჯანმრთელი სახლის" პრინციპის გათვალისწინებით და მასში მცხოვრებ ოჯახს სთავაზობს ენერგო და თბოეფექტურობის მაღალ მაჩვენებელს.

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 15.04.2020
ტერიტორიის ფართობი
700მ²
სართულების რაოდენობა
2
სიმაღლე
10მ
დამკვეთი
კონფიდენციალური
სერვისები
არქიტექტურა, ინტერიერის დიზაინი, მშენებლობის მართვა

აშშ, ნიუ იორკი, Midland Pkwy

მიიღეთ ბოლო განახლებები ჩვენს შესახებ, შემოუერთდით ჩვენს გამოწერების სისიტემას და იცოდეთ სპექტრუმის შესახებ პირველებმა