ავეჯის სალონის სადემონსტრაციო სივრცე "Sofa So Good" მდებარეობს ნიუ იორკში, სოჰოში. პროექტის მიზანს წარმოადგენდა ბრენდის იდენტობის ზუსტად გადმოცემა და ისეთი სივრცის შექმნა, რომელიც მომხმარებლებს წარმოდგენას შეუქმნიდა მასში განთავსებული ავეჯის ხარისხზე და განსაკუთრებულ დიზაინზე.
გონივრული გადაწყვეტა
სადემონსტრაციო სივრცის იატაკზე გამოყოფილი რამდენიმე დონე ზრდის წარმოდგენილი პროდუქციის ხილვადობას და არსებული სივრცის მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენების საშუალებას იძლევა.
დიზაინის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია ჭერის ფორმა, რომელიც საპროექტო სივრცის თანამედროვე შტრიხია და ასევე სინათლის ეფექტურად გადანაწილებას უწყობს ხელს.
მისი დახრილი კიდეები სინათლის თანაბრად განაწილებას ემსახურება, რასაც მასთან დაკავშირებული დანახარჯები მინიმუმამდე დაჰყავს.
სადემონსტრაციო სივრცეში პროდუქციის ხილვადობის ხელშესაწყობად მაქსიმალურად ნეიტრალური ფერთა პალიტრა არის გამოყენებული.