თბილისი, საქართველო
თარიღი
სტატუსი
საპროექტო ფართობი

მამაკაცის ტანსაცმლის მაღაზიის პროექტზე მუშაობისას მთავარ ამოცანას წარმოადგენდა მომხმარებლისთვის ექსკლუზიური და განსაკუთრებული გარემოს შექმნა. მაღაზიის ინტერიერი დამთვალიერებლებისთვის ქმნის თბილ და მიმზიდველ გარემოს.

შემუშავებული ინტერიერის ელემენტები საინტერესო და მარტივია, რაც საშუალებას იძლევა მთავარი აქცენტი გაკეთდეს წარმოდგენილ პროდუქციაზე.

სუფთა, დახვეწილი ხაზები და ღია სივრცეები სიმსუბუქის და სიმშვიდის შეგრძნებას იწვევს, რაც მომხმარებელს მაქსიმალურად კომფორტულ გარემოს უქმნის.  

ფუნქციური ინტერიერი

სივრცე დაყოფილია რამდენიმე ნაწილად, რაც ხელს უწყობს მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის ფუნქციონალურ გადანაწილებას - სხვადასხვა კოლექციების და  სახეობების მიხედვით.

ინტერიერის ხის ელემენტები და თბილი განათება კონტრასტშია შედარებით ცივ, ნაცრისფერ კელდებთან.

განათება, როგორც კომპოზიციური ელემენტი, ინტერიერის რითმს უსვამს ხაზს, ხოლო სარკეების გამოყენება, გარდა მისი ფუნქციური დატვირთვისა, ვიზუალურად ზრდის სივრცეს.

თითოეული ავეჯი და აქსესუარი სპეციალურად შეიქმნა ამ პროექტისთვის.

ფორმების, მასალების, ტექსტურების, ფერებისა და განათების კომბინაცია ქმნის  უნიკალურ გარემოს, რომელიც ჰარმონიულ და მშვიდ სივრცეს სთავაზობს მომხმარებელს.

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 31.01.2020
სართულების რაოდენობა
1
დამკვეთი
შპს "ვიქტორია 98"
კონსულტატები
Electra Lighting
სერვისები
არქიტექტურა, ინტერიერის დიზაინი

საქართველო, თბილისი, ვაჟა ფშაველას გამზ. #10

მიიღეთ ბოლო განახლებები ჩვენს შესახებ, შემოუერთდით ჩვენს გამოწერების სისიტემას და იცოდეთ სპექტრუმის შესახებ პირველებმა