მრავალფუნქციური საგანმანათლებლო ცენტრის პროექტი არის ერთმნიშვნელოვნად ინოვაციური და თანამედროვე, მაქსიმალურად გახსნილი და ურთიერთდაკავშირებული.
მრავალფუნქციური საგანმანათლებლო ცენტრის შენობის საპროექტო ტერიტორია, რომლის საერთო ფართობი შეადგენს 129.778 კვ.მ მდებარეობს ქალაქ თბილისის ჩრდილოეთ ნაწილში - დავით აღმაშენებლის ხეივანზე მე-12 კმ.
პროექტი შექმნილია საერთაშორისო STEM საგანმანათლებლო პროგრამის საფუძველზე, რომელიც მეცნიერების, ტექნოლოგიის, საინჟინრო და მათემატიკის სფეროების სწავლებას ითვალისწინებს მოსწავლეებისთვის.
დეტალები
საპროექტო შენობის ღერძს წარმოადგენს გრძივი ფორმის ატრიუმი, რომელიც ბუნებრივი სინათლის წყაროა და სხვადასხვა სივრცეებს აკავშირებს ერთმანეთთან. მისი გადახურვა შექმნილია ხის კონსტრუქციით, რომელშიც ამოჭრილია ექვსკუთხედის ფორმის მინის ჩანართები.
ეს უკანასკნელი იძლევა საშუალებას შექმნას საინტერესო კომპოზიცია მზის სხივების მეშვეობით ატრიუმის სივრცეში, რომელიც შენობის მთავარი კონცეფციის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია.
არაფორმალური სწავლების სივრცეები ძალზე პოპულარულია მოსწავლეებისთვის.
ასეთ გარემოდ შეიძლება მიჩნეულ იქნას გახსნილ სივრცეში, ნახევრად იზოლირებული, კაფსულის ტიპის მცირე სასწავლო სივრცეები, რომლებიც მეორე სართულზე მდებარეობს და გამჭვირვალე, უჟანგავი ლითონის ბადის (მწარმოებელი GKD) კედლით არის წარმოდგენილი ატრიუმის მხარეს, რათა ჰქონდეს წვდომა პირველ სართულზე განთავსებულ დიდ ეკრანთან.
აღნიშნული ეკრანი წარმოადგენს მედია-ბადეს, (მწარმოებელი GKD), რომელზეც გამოსახული იქნება მნიშვნელოვანი პრეზენტაციები და სხვადასხვა სახის ინფორმატიული სიახლეები.
აღსანიშნავია ბიბლიოთეკა, რომელსაც განსაკუთრებულობას მატებს ქიმიური სინჯარების ანალოგიით შექმნილი კედლის ინსტალაცია, რომლის მეორე მხარე უერთდება ფასადს და წარმოადგენს ექსტერიერის საინტერესო ნაწილს.
კონტექსტი
პროექტის შინაარსისა და ფუნქციის გათვალისწინებით, დაიგეგმა არსებული ბუნებრივი გარემოსა და საფარის დეტალები, მათი ადგილმდებარეობა, ხასიათი და ორიენტაცია.
პროექტის განლაგება და მზის მოძრაობის ტრაექტორია თანხვედრაშია შენობის ექსპლუატაციის გრაფიკთან და მის სპეციფიკასთან.
პროექტის ენერგოეფექტურობის კონცეფციაში ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს თამაშობს სოლარული და თბური პანელების სისტემა, რაც განაპირობებს ელექტროენერგიის დიდი ნაწილის მოპოვებას.
პროექტირების პროცესში მდგრადობის უზრუნველსაყოფად შემუშავდა ენერეგეტიკული გეგმა, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს ობიექტის ენერგოდამოუკიდებლობას.