შენობის პროექტირებისას გათვალისწინებულია ობიექტის ადგილმდებარეობა, მის უნიკალურ გარემოზე მოქმედი ფაქტორები, ჰავა და კულტურული კონტექსტი. საპროექტო დიზაინი უზრუნველყოფს ამ ფაქტორებზე ინტელექტუალურ პასუხს და წარმოქმნის უნიკალურ არქიტექტურულ ობიექტს.
საცხოვრებელი სივრცის პროექტირებისას მაქსიმალურად შენარჩუნდა არსებული ლანდშაფტი, სანაპირო ზოლის ბუნებრივი გარემოს ხელშეუხებლად დასატოვებლად.
განსაკუთრებული განლაგება
შენობის ორიენტაცია განისაზღვრა მზის სხივის კუთხეების, ქარის მიმართულების და ხედების გათვალისწინებით.
ერთ-ერთი თავარი ამოცანა იყო შენობის დაცვა აბუ-დაბისთვის დამახასიათებელი ზაფხულის ექსტრემალური მზისგან, რის გამოც შენობის დიდი ნაწილი ჩრდილშია მოქცეული.
შენობის სტრუქტურა მოიცავს ორი ფრთის ქვეშ გაერთიანებულ სამ დონეს. პროექტის გეგმა იყოფა საჯარო და პირად სივრცეებად, რომელიც მოიცავს პენტჰაუსს საკუთარი აუზით.
გადახურვა
სახურავის სტრუქტურა დომინანტური ელემენტია დიზაინში, რომელიც არწივის ფრთების ილუზიას ქმნის. ვილა წარმოადგენს გარე და შიდა სივრცეების ერთგვარ გაერთიანებას.
ლანდშაფტის ელემენტები ინტეგრირებულია ინტერიერის დიზაინში და პირდაპირ ასახავს გარემოსთვის დამახასიათებელ თავისებურებებს.
მეორე სართულის ტერასის სახურავზე დამონტჟებული მზის ელემენტები იდეალურად ერგება მზის სხივებს და განსაკუთრებულად ცხელ გარემოს.
მასალები
მასალების პალიტრა შეირჩა დიზაინის ზოგადი კონცეფციის გასამყარებლად, რომელიც ითვალისწინებს ღია სივრცეებს და ლანდშაფტთან ურთიერთქმედებას.
გამოყენებული მასალებიდან აღსანიშნავია მარმარილო და ხელით შექმნილი მოზაიკა.
ღია ტონალობების მქონე მასალების პალიტრა შემინულ სივრცეებთან ერთად ქმნის ერთიან, დაბალანსებულ ინტერიერს, რომელიც უნიკალურობას მატებს ამ გამორჩეულ პროექტს.