ნიუ-იორკის ერთ-ერთ ელიტარულ უბანში მდებარე ინდივიდუალური საცოხვრებელი სახლის პროექტირების პროცესში, მთავარ გამოწვევას წარმოადგენდა დიდი ოჯახის ერთ ჭერქვეშ განთავსება. შენობა მდებარეობს ძველ უბანში, სადაც ჭარბობს 2-3 სართულიანი ტრადიციული ვიქტორიანული ტიპის განაშენიანება.
არქიტექტურული გადაწყვეტა
პროექტი შეიქმნა ფრანგული რენესანსის სტილის თანამედროვე ინტერპრეტაციით და ადგილობრივი ზონისთვის დამახასიათებელი ელემენტების კომპოზიციით, რომელთა ინტეგრირებაც წარმოადგენს ერთიან ფასადს უნიკალური სივრცითი მახასიათებლებით.
შენობის მასალები არჩეულია ადგილობრივი არქიტექტურული მახასიათებლების გათვალისწინებით.
ინტერიერი იმეორებს ფასადის ხასიათს და მოიცავს კლასიკური ელემენტების გამარტივებულ ფორმებს.