დუბაიში, ზღვის სანაპიროზე მდებარე ბინის ინტერიერის კონცეფცია ემყარება ორ ძირითად იდეას: ელეგანტური და კომფორტული გარემოს შექმნას და ინტერიერში ბუნებრივი განათების დაუბრკოლებლად შემოდინების ხელშეწყობას.
ინტერიერის მახასიათებლები
მინიმალისტური სტილის ინტერიერის მთავარი მახასიათებლებია თეთრი კედლები და ღია ფერის ავეჯი, რაც ლანდშაფტის მწვანე და ლურჯი ფერების გამოკვეთით ქმნის საინტერესო კონტრასტს.
პროექტს თანამედროვე იერსახეს აძლევს მკაცრი ხაზები და დეტალები.
დიდი ზომის ფანჯრები, რომლებიც სივრცეს ვიზუალურად ამსუბუქებს, მაცხოვრებლებს საშუალებას აძლევს დატკბნენ ლამაზი ხედებით შენობის ნებისმიერი ნაწილიდან.
სიმსუბუქე და სიმარტივე - ეს ორი ფაქტორი ყველაზე კარგად ახასიათებს მოცემულ ინტერიერს.
სასადილო სივრცე მისაღებ სივრცეს უერთდება, თუმცა გარკვეულწილად მაინც ინტერიერის დამოუკიდებელ ნაწილს წარმოადგენს.
მასალები შეირჩა სივრცის მაქსიმალურად გათავისუფლების და შემსუბუქების კონცეფციაზე დაყრდნობით, თანამედროვე ადამიანის მოთხოვნილებებზე დაფუძნებული ღია და მოქნილი გარემოს შესაქმნელად.