კარანტინმა ყველას კარგად გაგვაცნო ჩვენი საცხოვრებელი სახლის დადებითი თუ უარყოფითი მხარეები. უკვე თამამად შეგვიძლია ვისაუბროთ მის შესახებ, განსაკუთრებით კი ხარვეზებზე: ერთი ოთახი განიცდის სინთლის ნაკლებობას, მეორეში ავეჯის განახლების საჭიროებაა, ასევე დამატებით სააბაზანოებზეც არ ვიტყოდით უარს.
საშინაო ცხოვრება
სივრცის ორგანიზებას ძალიან ბევრი ფიქრი სჭირდება, ყოველივე ეს კი არქიტექტორებისთვის ერთგვარი სავარჯიშოა.არქიტექტორი კორაი დუმანი თავის პარტნიორთან და ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს თავისივე შექმნილ ბინაში. კარანტის დროს მათ აღმოაჩინეს, რომ ყველა ნივთი მობეზრდათ და რაც უფრო ნაკლებად გადატვირთულია ინტერიერი, მით უფრო სასურველია. როცა დიდ დროს ატარებ ერთსა და იმავე სივრცეში გჭირდება ცვლილებები. ზოგადად კედელი სტატიკურია, მაგრამ ხომ წარმოგიდგენიათ რამდენად გაერთობოდით ის რომ ბორბლებზე იყოს?
სო-ილ-ის დირექტორები თამამად აღნიშნავენ, რომ ისინი მოხარულები არიან, რადგან მათ სახლს კარგი ბგერათგანხოლოების სისტემა აქვს. მაშინ როცა ყველა სახლშია, სწავლით, სამსახურით თუ სხვა აქტივობით არიან დაკავებულნი, ისინი ერთმანეთს არ უშლიან ხელს. ამდენად პირადი სივრცის ჩამოყალიბებისთვის მნიშვნელოვანია სწორი არქიტექტურული მიდგომები.
დღეს უკვე არქიტექტორი ახალი საცხოვრებელი სახლის დაპროექტებისას კარგად უნდა დაფიქრდეს, როგორი იქნება ამ შემონაბაში დიდი დროის გატარება ადამიანთათვის, როგორი ფსიქოლოგიური გავლენა ექნება მას? აუცილებლად, უნდა განახლდეს სივრცული მოწყობის სქემები, სამზარეულო, სასადილო ოთახი და საერთო ოთახი უნდა გაიმიჯნოს და აღარ უნდა წარმოადგენდეს ერთ სივრცეს. საძინებელი ოთახები ერთმანეთს უნდა მოშორდეს და უფრო დიდი ადგილი უნდა დაეთმოს სამუშაო კუთხეს, პირადი სივრცის უკეთ ჩამოყალიბებისთვის. საძინებელ ოთახებს ასევე უნდა გააჩნდეთ პირადი სველი წერტილები. და ბოლოს, არქიტექტორებისთვის პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს მეტი მრავალფეროვანი გარე სივრცის მოწყობა, რათა ადამიანებმა არ დაკარგონ ურთიერთობების, თავისუფლებისა და გარემოსთან კავშირის გზები.
სამუშაო სივრცეები
მსოფლიოს მასშტაბით ადამიანები მაქსიმალურად ცდილობენ შექმნან უსაფრთხო სამუშაო სივრცეები. დღეს ნიღაბი და ხელთათმანი ჩვენი სამოსის გამუყოფელი ნაწილი გახდა, დამატებითი უსაფრთოებისთვის კი ჰოლანდიაში რესტორანმა თავისი გარე მაგიდების გარშემო სათბურის მსგავსი მინის ჯიხურები ააშენა, გერმანულმა კაფემ კი გამოუშვა ქუდები, რომლებიც სტუმრებს ერთმანეთთან მიახლოებაზე ანიშნებს. ასევე საინტერესოა რა მიდგომებს იყენებენ სოციალური დისტანციის გასაკონტროებლად დიდი კომპანიები. ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა მომუშავე პერსონალის ტელეფონების შესაბამის სისტემაში ჩართვა, რაც გარკვეულწილად ვირტუალურ კედეს აღმართავს და გააკონტროლებს მათ შორის დისტანციას.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჰიგიენური ნორმების დაცვა, უპირველესია ვირუსთან ბრძოლისთვის. შესაბამისად სამუშაო სივრცეები უნდა აღიჭურვოს შესაბამისი ინფრასტუქტურით და უნდა ხდებოდეს ინვენტარის სისტემატიური დამუშავება შესაბამისი ხსნარების საშუალებით. ასევე ვფიქრობ, თითოეულ ადამიანს უნდა გააჩნდეს თავისი სათავსო, სადაც სამუშაო სივრცეში შემოსვლისას შეძლებს ფესაცმლის გამოცვლას და არასაჭირო ნივთების დატოვებას, ასევე შენობაში შესასვლელთანვე უნდა იყოს განთავსებული ხელსაბანი. ზემოთ აღნიშნული ბოლო პრობლემა ლე კურბუზიემ 1931 წელს გადაწყვიტა, ვილა სავოიეს შესასვლელთან დამოუკიდებელი ნიჟარა დააყენა.