საცხოვრებელი სახლის ინტერიერის დიზაინი წარმოადგენს დახვეწილი და ბუნებრივი ხის მასალების სინთეზს, რომელიც ქმნის იდეალურ საცხოვრებელ გარემოს.
მასალები
საცხოვრებელი სახლის ინტერიერის და ექსტერიერის დიზაინი ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს. თითოეული ოთახის ფერთა ტონალობა მშვიდი და ნეიტრალურია. ძირითად მასალად გამოყენებულია ხე, რომელსაც თავის მხრივ, ინტერიერში სითბო შემოაქვს. ინტერიერის მთავარი ფერი თეთრია, რომელსაც კომბინირებულად ერწყმის თანამედროვე მასალებზე დამზადებული ელემენტები. ტერასის ნაწილზე გამოყენებული მასალა და ფერები იდენტურად არის შეხამებული სახლის ინტერიერის დიზაინთან.
სივრცული განაწილება
თითოეულ ოთახში გამოყენებული ბუნებრივი ტექსტურები, ნათება და დეტალი ქმნის ჰარმონიულ განწყობას, რომელიც იწვევს ბალანსის შეგრძნებას. განსაკუთრებით აღსანიშნავია სახლის ტერასა, რომელიც ინდივიდუალიზმს ატარებს. ტერასა გამოყოფილია მინის კონსტრუქციით სახლის ცენტრალური ნაწილისგან, საიდანაც პანორამული ხედი იშლება წავკისზე. საცხოვრებელი სახლის სივრცეები გაფორმებულია დეკორაციული მცენარეებით.