საპროექტო ობიექტი მდებარეობს გორის რაიონში, სოფელ კარალეთში. შენობის მოსაპირკეთებლად მაქსიმალურად არის გამოყენებული ბუნებრივი მასალები, შერჩეული ფერთა გამა ბუნებრივად ეწერება მოცემულ კონტექსტში.
ობიექტის თითოეული სივრცეში, ისევე როგორც VIP დარბაზებში, წარმოდგენილია განსხვავებული ელემენტები და ფერთა გამა, თუმცა მეორდება სახასიათო მასალები და ჩანართები, შენარჩუნებულია ერთიანი სტილი.
ინტერიერში უხვად არის გამოყენებული ხის დეკორატიული პანელები ჭერისა და კედლების მოსაპირკეთებლად, მარმარილოს, მეტალის და ტექსტილის ჩანართები, რაც ხელს უწყობს გამორჩეული და დასამახსოვრებელი გარემოს შექმნას.