1903 წელს, ბრიტანეთის დაპყრობის დროს, კანოს ქალაქის კედელი დაახლოებით 15 მილის სიგრძე იყო და 13 კარიბჭისგან შედგებოდა. კედლები აშენებულია თიხისგან და სხვა ისეთი ადგილობრივი მასალისგან როგორიც არის მაგალითად ნამჯა და ნაკელი. კედლების სიმაღლე დაახლოებით 10-12 მეტრია, ხოლო სიგანე - 40მ.
კედელს თავდასაცავი დანიშნულება ჰქონდა და შედგებოდა სათოფურებისგან, რკინის კარიბჭეებისგან და სხვა მრავალი თავდასაცავი ელემენტებისგან. ამ კედლების მშენებლობის ხელწერა მკვეთრად განსხვავდება სხვა მსგავსი სტრუქტურების ნარჩენებისგან, რისი ნახვაც დღესდღეობით არის შესაძლებელი.
კანოს ქალაქის კედელზე და მის კარიბჭეებზე დაკვირვებით აღსანიშნავია, რომ, როგორც ამას მრავალი კოლონიური მოხსენება მოწმობს, მისი მოვლა-შენარჩუნების და რეაბილიტაციის პროცესები ძალზედ შთამბეჭდავია, განსაკუთრებით XX საუკუნის პირველ ნახევარში.
ქალაქის კედლის რეაბილიტაცია განხორციელდა მხოლოდ და მხოლოდ ადგილობრივი, ბუნებრივი მასალების გამოყენებით, როგორებიცაა: ნაჭედი რკინა, ტყავი და ხის მერქანი. ამასთან, ეს იყო ადგილობრივი სამშენებლო ტექნოლოგიისა და პროფესიონალიზმის აღორძინების ერთობლივი მცდელობა, რაც კიდევ ერთი ასპექტი იყო, რომელიც გაცილებით მეტი კვლევას და დაკვირვებას საჭიროებს.
ე.ვ. ბოვილი, კოლონიური სამხედრო მოხელე, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში, მოღვაწეობდა კანოში, აღწერს ქალაქს, როგორც სწავლის და ვაჭრობის ცენტრს, რომლის კედლის შიგნითაც ყოველდღიური ურბანული ქაოსი და კომერციული ცხოვრება მიედინებოდა.
ქალაქის კედელი მტრებისგან იცავდა კანოს მოსახლეობას. მის გარეშე შესაძლოა კანო აფრიკის ისტორიაში უმნიშვნელო ქალაქად დარჩენილიყო. კანოს კედელი აფრიკაში ყველაზე მასშტაბური საზოგადოებრივი პროექტია, რომელიც უზრუნველყოფდა ქალაქის უსაფრთხოებას და სტაბილურობას.
განახლებული კანოს ქალაქის კედელი თითქმის დასრულებულია.