მსოფლიო ისტორიის მანძილზე დაავადებების ფართო გავრცელება წაუშლელ კვალს ტოვებდა არამხოლოდ სიკდილიანობის რაოდენობის მხრივ, არამედ ზეგავლენას ახდენდა ურბანული დიზაინის ცვლილებებზე.
1800-იან წლებში, ქოლერის დაავადების აფეთქებამ, ხალხმრავლობის შემცირებისა და ეპიდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით, დასაბამი მისცა ქალაქებში ფართო ბულვარებისა და პარკების დაგეგმარებას.
ამის შედეგად, ნიუ იორკი და სხვა დიდი ქალაქები ტრანსფორმირდა თანამედროვე მეტროპოლისებად.
ახალმა კოვიდ-პანდემიამ განაპირობა სწრაფი ცვლილებების განხორციელება სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა: სამუშაო სივრცეების მყისიერი ტრანსფორმირება დისტანციურ სამუშაო პროცესზე, გლობალური სოციალური დისტანცირება და იზოლაცია.
თან, ეს ჯერ კიდევ მიმდინარე პროცესია.
რა უნდა ვისწავლოთ მიმდინარე პანდემიისგან, როგორც უნდა შეიცვალოს და ადაფტირდეს ქალაქ-გეგმარება? რა ცვლილებები უნდა განხორციელდეს, რომ სამომავლოდ უკეთ შევძლოთ შესაბამის სართხეებზე რეაგირება, რათა ნაკლები ზარალი მიადგეს როგორც მოსახლეობის ჯანმრთელობას, ისე ეკონომიკას.
ბევრი იწერება და საზოგადოდ განიხილება სხვადასხვა ცვლილებების აუცილებლობა. მათ შორის, მნიშვნელოვანია ზოგიერთი საკითხი:
შენობა-ნაგებობების ლავირების საშუალება/კონფიგურაციის შესაძლებლობა
კორონავირუსით გამოწვეული პანდემიისას მომსწრე გავხდით, თუ როგორ მოხდა სხვადასხვა ტიპის შენობების და საზოგადო სივრცეების ადაფტირება პაციენტების განთავსების მიზნით, რადგან არსებული საავადმყოფოების რესურსი არ იყო საკმარისი.
სამომავლოდ, ამ ფაქტორმა შესაძლოა ბიძგი მისცეს ახალი კრიტერიუმების ჩამოყალიბებას შენობების გეგმარებისას, მათი საადაფტაციო შესაძლებლობების გათვალისწინებით სხვადასხვა მოვლენის მიმართ.
განსაკუთრებით გამოიკვეთა სამედიცინო დაწესებულებებისა და საავადმყოფოების უკეთესი გეგმარების აუცილებლობა.
მსოფლიო მასშტაბით ცხადი გახდა, რომ არ არსებობს სათანადო რესურსები დიდი რაოდენობით ინფიცირებული ადამიანების განსათავსებლად.
ასევე არ არსებობს საკმარისი ტრანზიტული ოთახები, რომლებიც აუცილებელია ეპიდემიის გავრცელების პრევენციისთვის.
უსაფრთხო ტრანზიტები
მიმდინარე პანდემიისას მომსწრე გავხდით, თუ როგორ დაიხურა აეროპორტები, საზოგადო სივრცეები და სხვადასხვა საჯარო ობიექტები.
დავინახეთ ცვლილებების აუცილებლობა, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ რიგები, შევამციროთ მოსაცდელი დრო და ავირიდოთ პირდაპირი კონტაქტი საპასპორტე კონტროლიდან ჩასაჯდომ ზოლამდე.
ჰაერის ფილტრაცია
ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის, ჰაერის ხარისხის კონტროლი და სათანადო ვენტილაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საზოგადო ტრანსპორტიდან დაწყებული, საავადმყოფოებში მოსაცდელი ადგილების, აფთიაქების, ჰიპერმარკეტების და საზოგადო თავშეყრის ადგილებით დამთავრებული.
მიმდინარე პანდემიამ გვიჩვენა, თუ რამხელა საფრთხის ქვეშ დგებიან ადამიააები, როდეასაც რიგში დგანან წამლების ან სხვა პროდუქციის შესაძენად, ან სამედიცინო მომსახურების მოლოდინში.
სტანდარტები, რომლებიც მოქმედებს ჯანდაცვის სისტემაში, შესაძლოა დაინერგოს საჯარო სივრცეებშიც. მაგალითად, ღია ზედაპირების რაოდენობრივი შემცირება, სათანადო სავენტილაციის სისტემის მოწყობა, ანტიბაქტერიული ტექსტილისა და მასალების წარმოება.
ადამიანები დროის 90%-ს დახურულ სივრცეებში ატარებენ. ამიტომ, შენობებსა და სატრანსპორტო საშუალებებში შესაბამისად უნდა უზრუნველვყოთ ჩვენი უსაფრთხო ყოფა, რაც პირველ რიგში სუთა ჰაერის ხელმისაწვდომობით მიიღწევა.
მომავლის ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი
პანდემია სავარაუდოდ დააჩქარებს და გააფართოებს ტექნოლოგიების ინტეგრირებას ყოველდღიურ ცხოვრებაში. სასურველია მოგვეცეს ვირუსების აღმოჩენის და ონლაინ რეჟიმში ჰაერის მონიტორინგის საშუალება სენსორებით, რომელიც დააფიქსირებს ჰაერის სისუფთავის ხარისხს. რაც მნიშვნელოვანია როგორც მეპატრონის, ისე ვიზიტორებისთვის.
ეს გაზრდის საკითხის მიმართ ყურადღებას და შეამცირებს დაავადების გავრცელების რისკს. ასეთი მიდგომებით შესაძლოა მოხდეს ლიფტების აღჭურვა აუტომატური ხმოვანი სენსორებით, სასტუმროებში მობილური ტელეფონით გაღებადი კარების დამონტაჟება, რადიოსიხშირის იდენტიფიკატორების (RFID) გამოყენება შესყიდვებისთვის და სხვა.
რეკრეაციული ზონები და ღია სიცრცეები
დიდი ხანია საუბარია რეკრეაციული ზონების მნიშვნელბაზე. თუმცა ახლა, კიდევ მეტი სიმძაფრით დავინახეთ ასეთი სივრცეების არსებობისა და დისტანცირების შესაძლებლობის აუცილებლობა.
ამჟამად, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებმა ბიძგი უნდა მისცეს შენობა-ნაგებობების დაგეგმარებისას მეტი ღია სივრცეების განთავსების გათვალისწინებას. ღია სივრცეები და გამწვანება დადებითად მოქმედებს ადამიანის მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე და აუმჯობესებს მისი ცხოვრების ხარისხს.
საფეხმავლო და ველოსიპედის გზები
გადატვირთული სატრანსპორტო საშუალებების პრობლემა განსაკუთრებით მძაფრად წარმოჩინდა მიმდინარე პანდემიისას.
ადამიანებმა უკეთ დავინახეთ მოწესრიგებული საფეხმავლო და ველოსიფედის გზების არსებობის აუცილებლობა.
ხელების დაბანის შესაძლებლობის უზრუნველყოფა
მიმდინარე პანდემიის დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა ხელების დაბანის შესაძლებლობის უზრუნველყოფამ თითქმის ყველა ტიპის სივრცეში.
საცალო ვაჭრობის ობიექტებში, საზოგადოებრივ ადგილებსა თუ ხალხმრავალ ქუჩებში. ზოგიერთ ქვეყანაში ავტბუსის გაჩერებებზე დამონტაჟდა დროებითი პორტატული ხელსაბანები.
მსგავსი პრაქტიკის დანერგვა მისასალმებელი ქნება ტურისტულ ლოკაციებზე, სტადიონებზე, საზოგადო სივრცეებსა და თავშეყრის ადგილებში.
ცხადია, მსოფლიოში შექმნილი რეალობიდან უნდა გამოვიტანოთ სათანადო დასკვნები და დავნერგოთ შესაბამისი ცვლილებები სამედიცინო სფეროდან დაწყებული, ინფრასტრუქტრისა და დიზაინის სფეროებით დამთავრებული.
ნათელი გახდა, რომ უნდა მოხდეს იმ დიდი საზოგადოებრივი სივრცეების, აეროპორტების, სასტუმროების, ოფისებისა თუ ჰიპერმარკეტების, ჰოსპიტალების, სავარჯიშო დარბაზების და სხვა სივრცეების რეკონსტრუქცია, გაუმჯობესება, სადაც ადამიანებს აქვთ მჭიდრო ურთიერთობა.
ბევრი შესაძლო ვარიანტი არსებობს და ზემოთმოყვანილი მათი მხოლოდ მცირე ნაწილია.