ცნობილია რომ გარემო, რომელშიც ვიმყოფებით, გავლენას ახდენს ჩვენს განწყობაზე. ცხადია, ეს სამუშაო სივრცეებსაც ეხება. იმის გათვალისწინებით, რომ დასაქმებული ადამიანების უმეტესობა დროის დიდ ნაწილს ოფისებში ვატარებთ ნათელი ხდება, რომ სამუშაო სივრცის დიზაინს განსაკუთრებული გავლენა აქვს ჩვენს პროდუქტიოულობაზე, ფიზიკურ-ემოციურ ყოფაზე.
ოფისის დიზაინი ასევე ზემოქმედებას ახდენს დამკვეთების პირველ შთაბეჭდილებაზე.
ბევრი რამ დაიწერილა და თქმულა იმის შესახებ, თუ რა გავლენას ახდენს სამუშაო სივცრის დიზაინი ადამიანებზე, თუმცა მის პრაქტიკულ განხორციელებას მხოლოდ დიზაინის მნიშვნელობის პირდაპირი გაგებით ვაწყდებით.
ისეთ თანამედროვე ოფისებში, სადაც ახალი მიდგომებია დანერგილი და გამოყოფილია სამუშაო და მოსასავენებელი სივრცეები, ხშირად მაინც არასათანადოდაა შეფასებული სხვადასხვა უხილავი, ფარული ფაქტორების ზეგავლენა.
ჰაერის ხარისხი
დაბინძურებული ჰაერი უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ზოგად ჯანმრთელობაზე, რასაც არაერთი სამეცნიერო კვლევა ადასტურებს.
აშშ-ის სხადასხვა უნივერსიტეტების (ჰარვარდის, სირაკუზის) უახლესი ერთობლივი კვლევით, როდესაც ოფისში ვენტილაცია უმჯობესდება და ნახშირორჟანგის დონე კლებულობს, 61%-ით უმჯობესდება დასაქმებულთა კოგნიტური უნარები შესაბამისი ტესტებით.
სხვა კვლევამ, რომელიც ე.წ. „მწვანე“ შენობების შესწავლას ახდენდა, გამოავლინა, რომ იქ დასაქმებულთა 30%-ით ნაკლებს აღენიშნებოდა თავის ტკივილი და რესპირატორული ჩივილები.
მათი კოგნიტური უნარები 27%-ით უკეთესი იყო და ნაკლებად აღენიშნებოდათ ძილთან დაკავშირებული პრობლემები.
უნდა აღინიშნოს, რომ შენობებს შიგნით ჰაერი 10 ჯერ უფრო დაბინძურებულია, ვიდრე შენობებს გარეთ. ჟანგბადის ნაკლებობა კი ოფისებში ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, განსაკუთრებით არასათანადო ვენტილაციის პირობებში.
ჩვენი კომპანია „სპექტრუმი" ოფისში სათანადო ვენტილაციის პარალელურად (რომელიც ფილტრავს ჰაერს და უზრუნველყოფს ჟანგბადის სათანადო მიწოდებას) იყენებს ჰაერის პორტატულ გამწმენდ მოწყობილობებს, რომლებიც წმინდავს ჰაერს სხვადასხვა დამაბინძურებლებისგან და ახდენს ამ მაჩვენებლების მუდმივი მონიტორინგს.
განათება
შესწავლილია, რომ სამუშაო სივრცის ჯეროვანი განათება აისახება ინდივიდის პროდუქტიულობაზე.
არასათანადო, უხარისხო განათება გარდა იმისა, რომ მოქმედებს მხედველობის სიმახვილეზე, შეიძლება გახდეს თავის ტკივილის, გაღიზიანებადობის და დაბალი მოტივაციის მიზეზი.
ოფისების დაგეგმარებისას, აუცილებლად გასათვალისწინებელია დღის სინათლის მაქსიმალური შემოდინების ხელშეწყობა. არსებობს კვლევები, რომ ბუნებრივი განათება პოზიტიურად მოქმედებს ადამიანზე, ზრდის ენერგიულობას და ამცირებს სტრესს. ამასთან, თანამედროვე
მაღალხარისხიანი LED განათება და სანათების ოფტიმალური განთავსება იცავს თვალებს დაძაბვისაგან.
მცენარეები
მცენარეები ინტერიერში ჟანგბადის წყაროს წარმოადგენს. მცენარეებით გამდიდრებული სივრცე განსაკუთრებით ფილტრავს ჰაერს და აბალანსებს ტენიანობას.
არაერთი კვლევის თანამხმად, მცენარეული დეკორაციები პოზიტიურად მოქმედებს თანამშრომლების განწყობაზე, ამცირებს სტრესს და აუმჯობესებს კონცენტრაციის უნარს.
„სპექტრუმ“-ის ოფისში წარმოდგენილი მწვანე კედელი სიხასხასეს მატებს დიზაინს, ქმნის პოზიტიურ განწყობას თანამშრომლებისა და სტუმრებისთვის, შემოაქვს განსაკუთრებული აურა გარემოში და აჯანსაღებს ჰაერს.
მოსასვენებელი ღია სივრცეები
მნიშვნელოვანია მოსასვენებელი ღია სივრცეების შექმნა თანამშრომლებისთვის, სადაც შესაძლებელი იქნება შესვენების დროს განტვირთვა და კომუნიკაცია. გასათვალისწინებელია გარე სივრცეების არსებობა და მათი მიზანმიმართული დაგეგმარება.
მასალების შერჩევა
ხშირად, ოფისის რემონტის დაგეგმვის დროს მასალების ხარისხის ხარჯზე ხდება ხარჯების შემცირება. გასათვალისწინებელია, რომ ასეთი, თითქოს პრაგმატული გადაწყვეტილებით, გრძელვადიან პერსპექტივაში, შერჩეულ მასალებში სახიფათო ნაერთების შემცველობამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს თქვენს და თქვენს მიერ დასაქმებულთა ჯანმრთელობაზე.
ერგონომიული ავეჯი
ერგონომიული ავეჯი კარგი სამუშაო გარემოს აუცილებელი კომპონენტია. ერგონომიული სავარძლები ამცირებს სტრესს, უზრუნველყოფს ჯდომის სწორ პოზას, არის უფრო კომფორტული, ამცირებს კისრის პრობლემების და ტკივილის რისკს, რაც მთლიანობაში სამუშაო პროცესს ხდის მეტად კომფორტულს.
ენერგოეფექტურობა და გარემო
და ბოლოს, გარემოზე ზრუნვა და მასზე დადებითი ზემოქმედება უნდა იყოს, როგორც თითოეული ინდივიდის, ისე ბიზნესის ერთერთი პრიორიტეტი.
ისეთი მასალების გამოყენება, რომელიც ზოგავს ენერგიას, არ იწვევს გარემოს დაბინძურებას და ექვემდებარება გადამუშავებას, უნდა იყოს სოციალურ პასუხისმგებლობაზე ორიენტირებული ბიზნეს-მოდელის ნაწილი, რაც უნდა იწყებოდეს დაპროექტების პროცესით, LED სინათლის წყაროების შერჩევით, ენერგოეეფქტური მოწყობილობების გამოყენებით და მთავრდებოდეს კორპორატიული კულტურით, სადაც გადამუშავება, ენერგოეფექტურობა და გარემოზე მავნე ზეგავლენის შემცირება ყოველდღიურობის წარმოადგენს.