21-ე საუკუნეში, გლობალური დათბობის გათვალისწინებით, გარემო პირობებზე მორგებულ ,,მწვანე“ შენობებზე მოთხოვნამ საგრძნობლად იმატა. ეჭვგარეშეა, რომ ასეთი შენობები ძალიან საჭიროა დღევანდელი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, მაგრამ ისინი ჩვეულებრივ სახლებთან შედარებით უფრო ძვირადღირებულია.

მოდით განვიხილოთ ,,მწვანე სახლი“ და შევაჯამოთ ის ფაქტორები, რომლებიც პოტენციურმა მყიდველმა უნდა გაითვალისწინოს ასეთი სახლის შერჩევისას. ,,მწვანე სახლი“ მხოლოდ მწვანე გარემოში მის განთავსებას არ გულისხმობს.

მისი არსი ბუნებრივი რესურსების გამოყენებაშია, მაგალითად: სოლარული პანელების გამოყენება, წვიმის წყლის მოგროვების ტექნიკა, ნარჩენების გადამუშავება დაბინძურების მაქსიმალურად შესამცირებლად და სხვა.

ფინანსური ფაქტორი

განვიხილოთ ფინანსური ფაქტორი. უძრავი ქონების ფასი ზოგადად დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორებიცაა სამშენებლო ხარჯი და ადგილმდებარეობა.

უძრავი ქონების ექსპერტების აზრით, არავითარი დამატებითი ხარჯი არ განისაზღვრება ,,მწვანე“ სახლის მშენებლობის პროცესში. მისი ჯამური ხარჯი შესაძლოა ნაკლებიც კი იყოს სტანდარტულ სახლთან შედარებით.

და მაინც, ,,მწვანე სახლი“ შესაძლოა უფრო ძვირადღირებული იყოს საწყის ეტაპზე, რადგანაც სოლარული პანელების და ერთჯერადად დასაყენებელი სისტემების მოწყობის ხარჯზე მისი ფასი გაიზრდება, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ინვესტიცია ხდება რენტაბელური კომუნალური გადასახადების შემცირების გზით.

გარდა ამისა, არსებობს ალტერნატიული მასალები ,,მწვანე“ სახლის ასაშენებლად, რომელიც უფრო დაბალბიუჯეტურია. უმეტესად, დაკვირვებებმა აჩვენა, რომ ,,მწვანე სახლი“-ს ღირებულება დაახლოებით იგივეა, რაც სტანდარტული სახლის და მოყვება ბევრი სხვა სარგებელი გარდა ჯანსაღი გარემო პირობებისა.

ჯანსაღი სახლი

იმის გათვალისწინებით, რომ ,,მწვანე“ სახლები აშენებულია არა-ტოქსიკური სამშენებლო მასალებით, მათ არ აქვთ უარყოფითი გავლენა გარემოზე და ასევე ამცირებენ შიდა დაბინძურების დონეს.

გარემოზე ზეგავლენა

 ,,მწვანე სახლი“-ს კონცეფციის ადაპტაციით ჩვენ ვინარჩუნებთ ეკოსისტემას და ბიომრავალფეროვნებას, ვაუმჯობესებთ წყლის და ჰაერის ხარისხს, წარმოვქმნით ნაკლებ ნარჩენებს და ვუფრთხილდებით ბუნებრივ რესურსებს. 

ეკონომიკური ფაქტორი

გრძელვადიან პერსპექტივაში, ,,მწვანე სახლი“ უფრო ეკონომიურია ვიდრე სტანდარტული სახლი, რადგანაც ისეთი განახლებადი წყაროებით, როგორებიცაა წყლის, ქარის და მზის ენერგია, იგი საგრძნობლად ამცირებს კომუნალურ დანახარჯებს.

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 15.05.2020

მიიღეთ ბოლო განახლებები ჩვენს შესახებ, შემოუერთდით ჩვენს გამოწერების სისიტემას და იცოდეთ სპექტრუმის შესახებ პირველებმა