რიტმი ინტერიერის დიზაინში არის ფორმების ვიზუალური გამეორება. რიტმი განისაზღვრება, როგორც განმეორება, უწყვეტობა, ორგანიზებული მოძრაობა. როდესაც სივრცეში იმეორებთ ფერებს, ფორმებს, მატერიას, ტექსტურას ან მსგავს ნაწილებს, თქვენ ქმნით საინტერესო ვიზუალს და დინამიკას.
ინტერიერის დიზაინში არის რიტმის ხუთი პრინციპი. ესენია: რადაცია, კონტრასტი, გადასვლა, გრადაცია და გამეორება.
რადაცია
რადიაცია არის რიტმის ელემენტი ინტერიერის დიზაინში, როცა ოთახში არსებული ნივთები არის ბალანსირებული და განმეორებული ცენტრალური წერტილის გარშემო.
რამდენიმე მაგალითი:
მრგვალი მაგიდა ყვავილებიანი ლარნაკით და ირგვლივ სავარძლებით.
მრგვალი კიბე, რომელიც ცენტრალური წერტილისკენ მიდის.
ოთახში არსებული მაგიდის თავზე მრგვალი ნათება.
წრიული სარკეები, რომლებიც იმეორებენ და რადიალურად უკავშირდებიან ერთმანეთს. ეს ქმნის დამამშვიდებელ, დაბალანსებულ სახეს, რაც მნახველს ძალიან იზიდავს.
კონტრასტი
კონტრასტი არის რიტმის ელემენტი, რომელიც მოიცავს უშუალოდ საპირისპირო ფერებსა და ფორმებს. ეს შეიძლება მრავალი ხერხით იყოს გამოხატული. იხილეთ რამდენიმე მაგალითი:
ფორმები – მრუდები სავარძელზე და მკვეთრი კვადრატული ხაზები მაგიდაზე.
ფერები – მწვანე და წითელი, ფერების ბორბალის საპირისპირო ფერები ქმნიან კონტრასტს. მაგალითად, მწვანე ბაღთან კონტრასტულია წითელი ფანჯრები და კარები.
სტილი – ბევრ სასადილო ოთახში შემორჩენილია ძველი არქიტექტურული დეტალი.
თქვენ შეგიძლიათ ჩამოკიდოთ თანამედროვე ნახატები და შექმნათ კონტრასტი.
გადასვლა
გარდამავალიი გზით რიტმი გვაძლევს საშუალებას, მთლიან ოთახს მოვავლოთ თვალი უწყვეტად. ის ისეთივე მარტივი განსასაზღვრი არ არის, როგორც სხვა პრინციპები.
გრადაციისა და განმეორებისგან განსხვავებით, გარდამავალი რიტმის დროს თვალის მოძრაობა გადაადგილდება ერთი ადგილიდან მეორესკენ. ამ შემთხვევაში, მრუდი ხაზების გამოყენება ყველაზე გავრცელებული მეთოდია.
ამის მაგალითებია მრგვალი დაბოლოებები, ტალღოვანი ბილიკები ან თაღოვანი ღიობები.
გრადაცია
რიტმის კიდევ ერთი პრინციპი გრადაციაა. ამ შემთხვევაში ერთი და იმავე სივრცის ობიექტების ზომა იცვლება დიდიდან პატარასკენ ან პატარადან დიდისკენ, ნათელიდან ბნელისკენ ან პირიქით.
ეს ყოველივე ქმნის სასიამოვნო გრადაციის რიტმს. რიტმის ეს სახეობა სხვადასხვა ზომის ელემენტებს იყენებს.
ამდენად მრავალფეროვანი ზომებია, სწორედ, მისთვის ყველზე მეტად სახასიათო.
თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ფერი გრადაციის მისაღწევად, მაგალითად, მონოქრომული ფერთა სქემა, სადაც წარმოდგენილია მსგავსი ფერები, რომლებიც მცირე ელფერით განსხვავდება.
გამეორება
გამეორება რიტმის პრინციპია, რომელიც ემყარება მსგავსი ფერების, ტექსტურის, ფორმების და მსგავსი ხაზების გამოყენებას თქვენს მთელ ინტერიერში.
მსგავსი ტექნიკა ოთახს აძლევს სტაბილურობისა და ერთიანობის განცდას. მაგალითად, როცა თვალი უწყვეტად მიყვება ჰოლს, მასში განთავსებული სანათების ან სვეტების გამეორების საშუალებით.
მსგავსი ზომის ჩარჩოში ჩასმული პრინტების გამეორება, ჰარმონიული რიტმის შექმნის ერთ-ერთი უპირობო მეთოდია.
განმეორებისას ვიყენებთ ერთსა და იმავე ელემენტს ერთზე მეტჯერ ერთსა და იმავე სივრცეში.